ირაკლი ფავლენიშვილი – პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ – ხვალ ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის

ხვალ არის 23 ნოემბერი, „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ მთავარ მიზანს არ მიაღწევენ.
„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. 23 ნოემბერი არის „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, რომელსაც ართმევენ და წაართვეს კიდეც ამ ს შედეგად,”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ. პარტიები საზოგადოებას “გაყალბებული ს გასაპროტესტებლად” აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს