ირაკლი ფავლენიშვილი – მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული – ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არა, ქუჩაში გამოსვლას აპირებს

ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა და ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას.
მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, „რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს“.
„ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ არ აპირებს, აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს, არანაირი თავ-პირის მტვრევა, არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას [აპირებს] და ივანიშვილმა ესეც კარგად იცის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ს დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.