ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი

ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ ვიხილეთ, რომ ს პატიმრობა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის, პოლიტიკური აქტორის მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა, შურისძიება. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამის გამოხატულებაა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ს სანქცირება იმ პროცესების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ხდება.
„მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა – სასამართლო შტოს, პრორუსულ დაჯგუფებებს, მათ შორის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა თქმა უნდა, ვინც ამ სქემის მთავარი კოორდინატორია კრემლისთვის, ეს არის ივანიშვილი, ის არის ამ კლანებისთვის ინსტრუქციების მიმცემი, ამ დროს ივანიშვილის სანქცირება ბუნებრივი გაგრძელებაა”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება