ირაკლი ფავლენიშვილი – მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი

ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის, პოლიტიკური აქტორის მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა, შურისძიება. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამის გამოხატულებაა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება იმ პროცესების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ხდება.
მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა – სასამართლო შტოს, პრორუსულ დაჯგუფებებს, მათ შორის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა თქმა უნდა, ვინც ამ სქემის მთავარი კოორდინატორია კრემლისთვის, ეს არის ივანიშვილი, ის არის ამ კლანებისთვის ინსტრუქციების მიმცემი, ამ დროს ივანიშვილის სანქცირება ბუნებრივი გაგრძელებაა”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ