ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ იმაზე, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს

ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ ვფიქრობთ, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს. იმისთვის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იყოს ის, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, და არა სანქციები, ამისთვის გადამწყვეტია 26 ოქტომბრის არჩევნები და ივანიშვილის მოშორება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა, ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ს თქმით, სამწუხაროა, რომ სანქცირება მომდევნო ეტაპებზე მოიცავს ისეთ ზომებს, რომელიც აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
„ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, როგორც ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთ გეოპოლიტიკურ პაკეტში იყო მოაზრებული, არამედ ვფიქრობთ თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს.
სამწუხაროა, რომ ეს სანქცირება მომდევნო ეტაპებზე მოიცავს ისეთ ზომებს, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და ჩვენს კონტაქტზე დასავლეთთან.
რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე რომ არ იყოს განხილული სანქცირება და უარყოფითი ზომები ჩვენი ქვეყნის მიმართ, პირიქით განხილული იყოს თუ როგორ უნდა დავწინაურდეთ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ამისთვის გადამწყვეტი არის 26 ოქტომბრის არჩევნები და ივანიშვილის მოშორება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ