ირაკლი ფავლენიშვილი – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება

ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.
„ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა. არა მხოლოდ ბოლო საუკუნეების, ბოლო წლების, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და გადამწყვეტი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. გვახსოვს საბოტაჟის არაერთი ფაქტი, მათ შორის, გადამწყვეტი საბოტაჟის აქტი წითელ ხაზს გადავიდა „რუსული ოცნება“ მარტის დღეებში თუმცა, მაშინაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.
თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანად გავხდეთ წევრები და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც მუდმივად ახდენს ამ დათქმების, რეკომენდაციების საბოტაჟს, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და მათ შორის იმეორებს კრემლის რიტორიკას და ნარატივებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს