– „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება და ახალი ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ს განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება გაგრძელდება.
„ჩვენ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის, გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ვაგრძელებთ მოზიდვას უფრო და უფრო მეტი ადამიანის, ვერ გეტყვით ეს სტრუქტურული გაძლიერება მოიცავს თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამას მომავალში ვიხილავთ, თუმცა გაძლიერება და ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან