ირაკლი ფავლენიშვილი – გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოში

გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოში და ეს ასე აუცილებლად იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც ძალით წაგვართვეს, აუცილებლად დავბრუნდებით ერედვში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა
როგორც ფავლენიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, ქართული ოჯახები არ უნდა იყვნენ განწირულნი სიღარიბისთვის.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ მხარის ტკივილი, შიდა ქართლის ტკივილი. სინამდვილეში, შიდა ქართლი არის სიმდიდრის წყარო იმიტომ, რომ ჩვენთან არის ვენახები, ჩვენთან არის ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დასახელდეს, რაც საჭირო არის კეთილდღეობისთვის, მდიდარი ოჯახისთვის. კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ წყლის მიწოდება ხდებოდეს გრაფიკის მიხედვით, კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ იყოს ეკოლოგიური კატასტროფა. მე გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და განვითარებული მხარე საქართველოში და ეს ასე აუცილებლად იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც ძალით წაგვართვეს, აუცილებლად დავბრუნდებით ერედვში, აუცილებლად დავბრუნდებით სხვა შიდა ქართლის ტერიტორიებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 500-ევრო პენსიონერს, 2000- ევრო თითოეულ ქართულ ოჯახს. ევროპის მასშტაბით როდესაც სხვა ოჯახები ცხოვრობენ კეთილდღეობაში და სიმდიდრეში, ქართული ოჯახები არ უნდა იყვნენ განწირულნი სიღარიბისთვის. ჩვენი რეფორმების, ევროკავშირში წევრობის შედეგად ეს ყველაფერი იქნება აღსრულებადი. არც წყალი იქნება გრაფიკით, არც კასპის ცემენტის ქარხნის გამო იქნება ეკოლოგიური კატასტროფა, არც ხალხი წავა ქვეყნიდან და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”