ირაკლი ფავლენიშვილი – გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ოფისზე ტერორისტული აქტის უშუალო ორგანიზატორები პრემიერად წოდებული კობახიძე და დიტო სამხარაძე არიან – შეუძლებელია ტერორიზმმა პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის, ამ ტერორისტული აქტის [გორში, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის] უშუალო ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები – პრემიერად წოდებული, არალეგიტიმური მთავრობის მეთაური და დიტო სამხარაძე არიან – შეუძლებელია ტერორიზმმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქალაქ გორში, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გორში, სადაც პარტიის ოფისზე თავდასხმა მოხდა უამრავი კამერაა დამონტაჟებული, თუმცა არცერთი დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის, ამ ტერორისტული აქტის [გორში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა] უშუალო ორგანიზატორები „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები არიან – პრემიერად წოდებული, არალეგიტიმური მთავრობის მეთაური კობახიძე და დიტო სამხარაძე. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ადგილას უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, არავინ იდენტიფიცირებული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ვაშაძემ.
ასევე, საპროტესტო აქციაზე, „ერთიანობა – ნაციონალურო მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ზე თავდასხმის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პირის იდენტიფიცირების შემდეგ, მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ, ამიტომ მათ უკანონო დავალებების არ შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოალიციური პარტნიორის გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობასაც ჰქონდა ადგილი, ადამიანი იდენტიფიცირებულია, მისი საცხოვრებელი ადგილიც ვიცით, თუმცა მის წინააღმდეგაც არანაირი ზომა ე.წ. სამართალდამრღვევებს, სინამდვილეში სამართალდამრღვევებს არ გაუტარებიათ. ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ახლა იდენტიფიცირებული არ არიან, ყველას იდენტიფიცირება მოხდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უახლეს თვეებში მაინც დადგება.
რეჟიმი ირყევა, ამ რეჟიმის ბოლო კვირებსა და თვეებს ვხედავთ და ყველა ადამიანმა, რომელსაც უკანონო დავლებების შესრულებას გავალებენ, უნდა იცოდეთ, რომ წარდგებით სამართლიანი სასამართლოს წინაშე. შეუძლებელია ტერორიზმმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს, ამიტომ რაც არ უნდა გატყუონ ივანიშვილის პარტიაში, ძალიან მალე მოხდება თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამიტომ არ შეასრულოთ ეგ ბრძანებები, რადგან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ბრძანება მიიღოთ აგონიაში მყოფი ხელისუფლებისგან, თუმცა არ უნდა დაემორჩილოთ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.