ირაკლი ფავლენიშვილი – განვითარების ის ტემპი, რომელიც სამაგალითო იყო, გაგრძელდება – აჭარაში ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს

აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად ახლა კაზინოა, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში ჩვენ განვითარების იმ ტემპს დავაბრუნებთ, რაც მთელ რეგიონში სამაგალითოდ იყო მიჩნეული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა, ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის პროექტი გააჩერა, რომელიც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში.
„აქ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა იყოს, მაგრამ, ისევე როგორც ს ხელისუფლების პირობებში ყველა ის პროექტი გაჩერდა, რომელიც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს პროექტიც გაჩერებულია.
აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად არის კაზინო. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის სტილი, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ განვითარების ის ტემპი, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით სამაგალითო იყო, გაგრძელდება. აჭარაში – ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს, გონიოში – თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და ეს 26 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი მოხდება,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.