ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება, ასეთი საერთაშორისო ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები ინტერესს იჩენენ 26 ოქტომბერს საქართველოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დელეგაციის ვიზიტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არის ინტერესი ამ გადამწყვეტი არჩევნების მიმართ და მათ შორის, საერთაშორისო მისიების ასეთი აქტიური ჩართულობა იქნება გარანტი იმის, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.