ირაკლი ფავლენიშვილი – არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან, ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ

არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ დან, ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ ერთიანობით, რადგან მათი ყოფნა ქვეყნის სათავეში არის საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისათვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა Meta-ს მიერ ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს, რეპუტაციას ულახავენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სწირავენ.
„სიძულვილი, ზიზღი, რომელსაც „ოცნება“ თესავს, მათ შორის, ნარატივები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი არის კრემლის მთავარი ინტერესი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კრემლიდან არის მართული „ოცნება“ და უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, რადგან მათი ქვეყნის სათავეში ყოფნა არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ინსტიტუციებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”