ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება.
„ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით.
ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, მათ შორის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი და კოლაბორანტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი “ოცნების” ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს “. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის