ირაკლი ტაბლიაშვილმა იუთუბზე მოწყალების თხოვნა დაიწყო

“ფორმულის” წამყვანმა ირაკლი ტაბლიაშვილმა იუთუბზე მოწყალების თხოვნა დაიწყო და მის გამომწერებს სთხოვს, თანხა ჩაურიცხონ, რათა შეიძინოს ტექნიკა და მისმა არხმა იარსებოს.
“რატომ ვითხოვ დონაციას? (ისიც მოკრძალებით).
იმიტომ, რომ შევიძინო უკეთესი ტექნიკა; იმიტომ, რომ უფრო მეტს მივაწვდინო ჩემი ხმა; იმიტომ, რომ გავიგო (ამ გზითაც გავიგო), რამდენად საინტერესოა ჩემი მოსაზრებები.
რა თანხას ვითხოვ? გთხოვთ? (ისიც მოკრძალებით)
1 დოლარიდან და მეტს! უხეშად 1-დან 99-დოლარამდე!
ვის ვთხოვ დახმარებას?
გამომწერებს; ბიზნესმენებს; ემიგრაციის წარმომადგენლებს!”– წერს ტაბლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად