ირაკლი ტაბლიაშვილი: ლაშა და გენო! ეცადეთ, აუყირავოთ მაგიდა მათ, ვინც სამშობლოს თქვენი აღქმითაც გაგიყიდით! აქამდეც შეგეძლოთ ეს! მომავალში უნდა შეძლოთ!

“მსურს, მადლობა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს! როგორც დიდ სპორტსმენებს, რომლებმაც არაერთი ოქრო მოიპოვეს! ქვეყანა ასახელესო რომ ამბობენ, სწორედ ქვეყანა ასახელეს!..
გვიანია მიმართვა! მაგრამ, მაინც მივმართავ!
ბატონებო,
პროფესიონალი პილიტიკოსია (ჩემი აზრით, ცუდი, მაგრამ, ამაზე არ ვსაუბრობ ახლა), წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს ის მიეწვია მაგალითად ძალოსანთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში… ხომ ცხადია, რომ
მის სახელს, როგორც პოლიტიკოსისა (აქაოდა, პოლიტიკოსი გვყავს გუნდშიო), მიმწვევი გამოიყენებდა, მაგრამ, მას ჭკუას არც არავინ დაეკითხებოდა… არად ჩააგდებდა… არც შეჯიბრისას და არც ვარჯიშისას, ღუმელთან არავინ მიუშვებდა.
იგივე ეხება ჭიდაობასაც… ს არავინ მიიწვევდა მოჭიდავეებში, იმიტომ, რომ მას – პოლიტიკოსს, არაფერი ესაქმება ჭიდაობის ნაკრების გუნდში! და თუ მიიწვევდა, კვანტზე თუ მოგვერდზე ჭკუას არ დაეკითხებოდა! (სხვათა შორის, არც გიორგი გახარიას, ხატია დეკანოიძეს ან ზურა ჯაფარიძეს – ხსენებული პირები პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან!)
ეს მაგალითი, ძვირფასო ლაშა და ძვირფასო გენო, იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენც ზუსტად ისე არ ხართ პოლიტიკოსები, როგორც ხსენებული პირები ძალოსან-მოჭიდავეები!
მაგრამ… მაგრამ, მიზეზთა გამო თქვენ პროფესია შეიცვალეთ! ხათრითა თუ სხვა მიზეზით, უარი ვერ უთხარით ალბათ უფრო ბიძინა ივანიშვილს და დღეიდან, შემოაბიჯეთ რა პოლიტიკაში, პოლიტიკოსის იდენტობაც შეიძინეთ.
დღეიდან, ძვირფასო ლაშა, ძვირფასო გენო, ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებად ძნელად თუ მოგიხსენიებთ! დღეიდან დეპუტატობის კანდიდატები ხართ! ხვალიდან – დეპუტატები.
შესაბამისად, ის სახელი, რომელიც დაგდებული გქონდათ როგორც დიდ სპორტსმენებს, შეგინარჩუნდათ, განა არა! მაგრამ, ჩვენი ვალი იქნება თქვენი კრიტიკა, როგორც “პოლიტიკოსებისა”.
ამასთან, სამწუხარო ისაა, რომ მონსტრები, ნამდვილი პოლიტიკოსები, ჯერ ერთი, თქვენს სახელსა და რეპუტაციას,
სათავისო გამარჯვებისათვის უკვე იყენებენ და მეორე – მომავალში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენ ბუტაფორიად… ხმის მიმცემად მოგიაზრებენ, ანუ – არც არაფერს დაგეკითხებიან… თუმცა, თუ რამ ცუდს ჩაიდენენ, თქვენდა სამწუხაროდ, თქვენც მოგეწერებათ მათი ცუდი! თქვენზეც გადმოვრცელდება პასუხისმგებლობა!
ეს, წესით, აქამდეც უნდა გცოდნოდათ!.. მაგრამ, ხათრს რას გაუგებ და ხშირად ვერც გაექცევი.
აქვე, მე გაგახსენებთ იმ სხვა ხათრიან სპორტსმენებს, ვინც პოლიტიკაში შემოიყვანეს და ვინც უკვე შემდგომ, უსახელოდ გააქრეს!
ლუკა კურტანიძე; ვიქტორ სანიკიძე; ზურაბ ზვიადაური; სოსო ჯაჭვლიანი… დავით კაჭარავა!
ეს ვინც გამახსენდა ახლა და ამ წუთას! სხვებიც იქნებიან!
ჰო, და კიდევ – მიშა ყაველაშვილი! რომელიც რახანია აღარაა ექსფეხბურთელი… ის მარადიულ რუსად ჩამოყალიბდა!
დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს არ გემუქრებათ!
თუმცა…
×××
და ბოლოს, შეგნებულად არ მითქვამს არაფერი თქვენი შემრჩევი პარტიის რუსულობაზე!
ლაშა და გენო! ეცადეთ, აუყირავოთ მაგიდა მათ, ვინც სამშობლოს თქვენი აღქმითაც გაგიყიდით! აქამდეც შეგეძლოთ ეს! მომავალში უნდა შეძლოთ!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ