“პოლიტიკაზეა ეს პოსტი!..
დაახლოებით 20 + წელია, ქართულ საზოგადოებას შეტენილი ჰყავდა კალაძე, როგორც ჩ.ლიგის გამარჯვებული და, აქედან გამომდინარე, უპირობოდ ყველაზე სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი.
დიახ, კალაძეზე ბევრად მაგრებს მისივე თაობიდან – ქინქლას, შოთის… და ძველი თაობებიდანაც ძალიან მაგრებს მოგებული არ ჰქონდათ ეს უდიდესი, ანუ – ყველაზე დიდი თასი!.. ყიფოს, შენგელიას, გუცაევის, ჩივაძის და სხვათა აღმართული თასების თასი ვერც გაეჯიბრება ლიგის ჩემპიონობას!
ჰოდა, რაც კვარაცხელიამ გუშინ ჰქმნა… ანუ, პსჟ-ს ტრიუმფი და თან კვარას გოლიც, ბევრად მეტია, ვიდრე მეორე ქართველის მიერ თასის აწევა!
კვარამ ისტორია კი დაწერა, მაგრამ, არა მხოლოდ იმით, რომ გაიმარჯვა, არამედ იმითაც, რომ ყველაზე სახელოვანი (და არა მაგარი) ფეხბურთელის კვარცხლბეკიდან დააიმასქნა არსით რუსი… ამჯერად იდენტობით პოლიტიკოსი!
ხოლო როცა ფეხბურთიდან წავა, უფრო დიდი ისტორია ექნება დასაწერი!.. და პოლიტიკაში კი არ უნდა მოვიდეს, არამედ, ასე მაგალითად საფეხბურთო აკადემია უნდა გააკეთოს და ახალი ვარსკვლავების გამოჩენით… შექმნით უნდა დაკავდეს!
და კიდევ, როგორც მოქალაქეს, უნდა ჰქონდეს ანტი-კალაძე და… ანტი-ბერა პოზიცია! ანუ – ანტი-რუსეთი პოზიცია! და მე მჯერა… ან, მინდა მჯეროდეს, რომ ასეც იქნება! ასეც მოხდება!.. მას ეს შეუძლია!
თუმცა… მეც ვახურებ ახლა – კვარა ფეხბურთიდან წავა ასე 15 წელიწადში! და… სადღა იქნება იმ დროს რუსეთი!… კალაძის გულის გარდა!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ მეოთხე გოლი გაუტანა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.