ირაკლი ტაბლიაშვილი: აიჭრნენ! კალაძეს ჰგონია – თავისი ტიტუშკებით გააჩერებს საპროტესტო მოძრაობას!..

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
აიჭრნენ! იმდენად დებილები არიან… და იმდენად დებილია პერსონალურად კალაძე, რომ, ჰგონია – თავისი ტიტუშკებით გააჩერებს საპროტესტო მოძრაობას!..
რასაც ეს კუნთმაგარი ძველბიჭობა სჩადის, რეალურად, თვითშემოქმედება არაა – მითრეულებს საგანგებოდ აქვთ დავალება, რომ იძალადონ… იძალადონ!
… მაგრამ, ერთ რამეს ვიტყვი – ძალიანაც საჩვენო ხდება, რაც ხდება; იმიტომ, რომ…
რომელიღაც ეტაპზე პოლიციის ნაწილი (და არა მილიცია) გადმოვა ხალხის მხარეს! უთუოდ გამოჩნდება 30-50 პოლიციელი, ვინც მოძალადეებისგან არა მხოლოდ დაიცავს მშვიდობიან მოქალაქეებს; არა მხოლოდ აღკვეთს (ან ეცდება, რომ აღკვეთოს) ძალადობა, არამედ, დააკავებს ბანდიტებს!
აგრეთვე – შიდა ჩამოშლას შეუწყობს ხელს!
აგრეთვე – ძალიან გააბრაზებს ახლა სახლში მჯდომ მოქალაქეებს!
აგრეთვე – გააჩენს თვითორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც გადაანადგურებენ ტიტუშკებს!
და ა.შ.