ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკს“ ყიდის – BMG

ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძეს „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა უნდა – ამის შესახებ წერს BMG, რომელსაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ ბიზნესმენმა უთხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის „ბაზისბანკთან“.
„ლიბერთი“ საქართველოში სიდიდით მესამე ბანკია და ჩამორჩება მხოლოდ „საქართველოს ბანკსა“ და „ს“. „ბაზისბანკი“ ქართული ბანკების რეიტინგში „ლიბერთის“ შემდეგ ადგილს იკავებს.
საჯარო წყაროებში არსებული ბოლო მონაცემებით: „ლიბერთი ბაკის“ 95,99%-იან წილს ფლობს ნიდერლანდში რეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, რომლის მფლობელებიც არიან: ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ მარსონი და იგორ ალექსეევი. მათვე ეკუთვნით კომპანია „მედია ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იან წილს. „ბაზისბანკის“ მფლობელი კი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.
BMG წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ ყიდვის გარიგება რამდენიმე კვირაში დასრულდება. რადიო თავისუფლებას „ბაზისბანკში“ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ „გარიგების დასრულებამდე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებდნენ“. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და არც „ლიბერთის“ პრესსამსახურმა.
ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შორის გარიგება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე ვერ შესრულდება. ეროვნული ბანკის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე „მიმდინარე ეტაპზე საქმის წარმოება არ მიმდინარეობს“.
„ბაზისბანკი“ 2022 წელს გამსხვილდა, როცა ში ომის დაწყების გამო სთვის დაწესებული სანქციები რუსულ „VTB ბანკს“ შეეხო, რომელსაც შვილობილი ბანკი საქართველოშიც ჰქონდა. მაშინ „VTB ბანკის“ საცალო აქტივები „ბაზისბანკმა“ იყიდა.
ირაკლი რუხაძის სახელი და გვარი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა იმ ადამიანების გვერდით, რომელთა -ში მოსალოდნელ სანქცირებაზეც არის საუბარი. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა იყო „მეგობარი აქტის“ თანაავტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავდა „ს სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სიას“. ამ ჩამონათვალში მოხვდა ირაკლი რუხაძეც.
ფორუმი