“ის კვირა, როცა იმედთან შეხება არ მაქვს, ჩემთვის უფრო კაი კვირაა, ვიდრე როცა მაქვს შეხება, იმიტომ, რომ როგორც წესი, როცა იმედთან შეხება მაქვს, ეს არ არის რაღაც პოზიტიური, უფრო ნეგატიური თემაა, რაღაც ხდება, რაღაც არის… მაგიტომაც მოიშორა ინა გუდავაძემ და ბადრის ოჯახმა იმიტომ, რომ ჯერ ფული გიჯდება და მერე პოზიტივი კი არ მოაქვს… სულ დაძაბულობაა, სულ რაღაცაში ხარ გარეული, ამიტომ მითხრეს, რომ ირაკლი, შენ თუ გინდა წესიერად დავიშალოთ, წაიღე ეს ტელევიზია, ამის მერე ეს მაქვს, მე თუ ვიპოვე ვინმე, რომ დავშორდე და გავატანო, შეიძლება გავატანო, მაგრამ ჯერ ასეთი არ მყავს” | განაცხადა პროპაგანდისტული “იმედის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ “რადიო თავისუფლებასთან”
