[ირაკლი] რუხაძე ვირეშმაკია, თვითგადარჩენას ცდილობს – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს ს შეფასებით, “იმედის” მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ პრემიერთან შეხვედრაზე გაჟღერებული პოზიცია თვითგადარჩენის მცდელობაა. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა.
“ხელისუფლება ცდილობს, ვირტუალური სიმშვიდის პროპაგანდისტული სურათი შექმნას. მიწვეული ხალხის უმრავლესობას მე ბიზნესმენებს არ ვუწოდებ. ესენი არიან ნომენკლატურული კაპიტალისტები, რომლებიც მთლიანად ინტეგრირებული არიან ხელისუფლებაში.
ეს არ იყო კრიტიკული საუბარი, ეს იყო წუწუნი. ამ ხალხს არ შეუძლია, ხელისუფლებას კრიტიკულად ესაუბროს. იგივე რუხაძე, ლამის გმირად გამოიყვანეს, რომ ვეკამათეო. რუხაძე ჩვეულებრივი ვირეშმაკია, რომელიც ცდილობს, რაღაც მაინც თქვას, რომ მერე სათქმელად ჰქონდეს. ესაა ვირეშმაკობა, თვითგადარჩენას ცდილობს, რამე რომ შეიცვალოს, რაღაც შანსი დაიტოვოს. სინამდვილეში, რუხაძე ყველაზე ბნელია ადამიანია ამ ქვეყანაში. დაგვავიწყდა, როგორ წამლავს რუსული პროპაგანდით საქართველოს მოსახლეობას მედია, რომლის მეპატრონეც ისაა?”,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრი , პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი ეს იყო“ – ირაკლი რუხაძე სთან შეხვედრის დეტალებზე