ირაკლი რევიშვილმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

საქართველოს და მსოფლიოს რეკორდსმენმა მასტერსებს შორის, 36 წლის ირაკლი რევიშვილმა დუბაიში მიმდინარე ტურნირზე “27th Speedo Invitational”, 400 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა მასტერსებს შორის საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში.
ირაკლიმ დისტანცია 3:51.66 წამში დაფარა, ოქროს მედალი მოიპოვა და თითქმის 2 წამით გააუმჯობესა თავისივე წინა რეკორდი(3:53.30). ასევე 769 ფინას ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი რევიშვილი ასევე ფლობს მსოფლიოს რეკორდებს 800 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ევროპის რეკორდს 200-მეტრიან დისტანციაზე.
ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)