ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს (ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს), ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისი გადაწყვეტილება ნაჭყებიამ დღეს, 4 ივლისს გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ოქრუაშვილი არ ესწრებოდა.
მას, ასევე, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ოქრუაშვილი, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დააკავეს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. პოლიტიკოსები ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხდომაზე არ მივიდნენ. კომისია ენმ-ის ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა.