ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
როგორც პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს წარსულში ჰქონდა არაერთი კონფლიქტი კანონთან, ამიტომ მოითხოვა ბრალდების მხარემ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა.
„ძველი ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვითო. ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო. ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად ამ ფილოსოფიით ცხოვრობს ახლაც. თავისუფლება არ იზომება არც 20 ათას ლარად, არც 50 ათას ლარად, არც საზღვრის კვეთის აკრძალვით. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის [ივანიშვილი] ამას ვეღარ გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ.
კითხვაზე, რატომ არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოსულია.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
კომისიაზე არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიმართაც და მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან