ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით.
ირაკლი ოქრუაშვილი სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ის 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას. ოქრუაშვილს კომისიაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით იბარებდნენ.
იმავე მუხლით ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“), სა და ბადრი ჯაფარიძეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:
· „ქართული ოცნებიდან“ (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
2024 წლის საპარლამენტო ს ლეგიტიმაცია არ უცნია არცერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და უკვე ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 2025 წლის 27 მარტს კი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ თქვა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც მთავარ ოპოზიციურ პარტიებს მოიაზრებენ, „არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“, რადგან „ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
„ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი…“ – თქვა მდინარაძემ.
ფორუმი