ირაკლი ოქრუაშვილი: წარმოდგენა არ აქვთ ამ იდიოტებს, რა ჯოჯოხეთში შეყვეს თავი MEGOBARI ACT-ით სამუდამოდ… ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი MEGOBARI ACT-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს:

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩემზე აღძრული იყო საქმე ფულის გათეთრების მუხლით, რაც საქმიან ურთიერთობებში კეთროვანების ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ვიყავი პოლიტიკური თავშესაფრით და ფრანგები გარდა ფორმალური დაცვისა მართლა თავს მევლებოდნენ, მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა ქვეყნის და ბოლო წლებში გაკოტრებული ხელისუფლების დევნის გამო ძალიან ბევრი სამართლებრივი და ეკონომიკური პრობლემა მექმნებოდა და ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე მომყვება მაშინდელი რეპუტაციული ზიანი. წარმოდგენა არ აქვთ ამ იდიოტებს, რა ჯოჯოხეთში შეყვეს თავი MEGOBARI ACT-ით სამუდამოდ და რამდენი ჩაითრიეს თან, ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა და გვიან მიხვდება ამ ყველაფერს. ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ” – წერს ოქრუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)