ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება დროებით საგამოძიებო კომისიაზე მის მიუსვლელობას და დაკისრებული გირაოს გადაუხდელობას.
„მოცემულ შემთხვევაში შეფასდა ბრალდებულის პიროვნება, მისი ქმედება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მისი დამოკიდებულება კანონისადმი და კანონიერი მოთხოვნისადმი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია უძრავი ქონებით. შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო შეიცვალა პატიმრობით. არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, ძირითადი ფაქტორი ასევე იყო მისი ქმედება, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. ასევე, ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – განაცხადა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
Next: ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება – საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება – საქართველოს პარლამენტი

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ