ირაკლი ნადირაძე – 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, ხალხის პრობლემებს მოაგვარებს

26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს.
„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე დაჯდეს და 2008 წლის ომზე გვალაპარაკოს, რომელზეც პასუხი გაცემული აქვთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე და იმაზე, რომ ძალიან მალე, 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პერიოდში დაგროვდა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს „წინასწარ დაგეგმილ ღალატს“ უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველოს რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა – მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების პაკეტი, რაც მძიმედ დაარტყამს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და “ქართული ოცნების” ვერტიკალს

ლევან გოგიჩაიშვილი – სუს-მა და შსს-მ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს ჩორჩანაში პროცესი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? ამას დრო გვაჩვენებს