ირაკლი ნადირაძე – ხელისუფლებამ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა – არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა, ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანაა არა ქვეყნის ევროინტეგრაცია და გაძლიერება, არამედ ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რაც კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გავაძლიეროთ ქართული დიპლომატია, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, აღვადგინოთ მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები -თან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვქონდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობები და ამ ყველაფერმა ჩვენს ხალხს მოუტანოს კეთილდღეობა და ხალხმა იცხოვროს ევროპულად, ღირსეულად, მაღალი შემოსავლებით და აღარ იყოს გაჭირვება, სიღარიბე, რის გამოც უამრავი ადამიანი პერიოდულად ტოვებს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)