ირაკლი ნადირაძე – ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე, ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით

ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე და ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასატანად.
„ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის რუსული კანონის გასატანად, რომ ქვეყანა წაიყვანოს სკენ, რომ შეინარჩუნოს დიქტატურა და ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვხედავდით თუ როგორ უსწორდებოდნენ ძალადობრივად მშვიდობიან დემონსტრანტებს, სწორედ პუტინის რუსეთის სტილში. ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ როგორ უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტებს, როგორ გაუსწორდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ძალადობენ მასიურად მომიტინგეებზე და გუშინ ვნახეთ ათასობით განხორციელებული ზარი და მუქარა და ეს არის საერთოდ პიკი, როდესაც მცირეწლოვან, არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც თავდასხმა მოხდა ირაკლი ეძგვერაძეზე. რამდენიმე თვის წინ სასტიკად გაუსწორდნენ მას და მის მეგობრებს და ის ადამიანები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და დანაშაულს უნდა იხდიდნენ, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და როგორც ჩანს, ეს სუს-ის „ტიტუშკები“ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მორიგი ძალადობრივი პროვოკაციებისთვის.”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!