ირაკლი ნადირაძე – ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა საცობებია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი განხილვა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაგავია და თბილისი ნელ-ნელა ნაგვით ივსება.
„დედაქალაქში პრობლემები იზრდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მომართულებით.
უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ყველა მიმართულებით ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, იმიტომ, რომ სატრანსპორტო მიმართულებით თუ არ გაიზარდა ბიუჯეტი, ავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მიკროავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მეტროში ჩახვალ ჭყლეტაა და ამას ემატება ისიც, რომ ჭერი თავზე გვენგრევა და ვერა და ვერ დავამთავრეთ იგივე, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია.
უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ავარიული კორპუსების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამუშაოებს დაფინანსება, დასუფთავების ღონისძიებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია. მე მესმის, ცალკეულ გამზირებზე გვაქვს 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნები, მაგრამ თბილისი, რომელიც ერთ დროს ნამდვილად იყო სისუფთავის ქალაქი, ნელ-ნელა ნაგვით ივსება და ე.წ. პერიფერიებში არც ნორმალური ნაგვის ურნებია, არც თავსახური აქვს, არც ფორმა აქვს და ეს ნაგვის ურნებია ადგილები მინი ნაგავსაყრელებად იქცა ფაქტობრივად.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა არის საცობები. ამ ქალაქში გადაადგილება უკვე წარმოუდგენელია. ვეღარც სასწრაფო მისულა თავის დროზე და ვეღარც ბავშვი მოუყვანია მშობელს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში”,- განაცხადა ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ