ირაკლი ნადირაძე – მოვუწოდებ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გომელაურს, ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, თუ ვინმეს გაქვთ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჩანაწერები, ფაქტები, დოკუმენტები, გადმოგვეცით – ეს არის გამოძიებისთვის ხელშეწყობა

მოვუწოდებ ყველას, ყოფილ მაღალჩინოსნებს, იქნება ეს გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, რომ თუ ვინმეს გაქვთ [და ბევრი გაქვთ, დარწმუნებული ვარ], „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჩანაწერები, ფაქტები, დოკუმენტები, გადმოგვეცით – გავამზეურებთ. ეს დანაშაული კი არ არის, ეს არის გამოძიებისთვის ხელშეწყობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ ს დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციონერი რომც დააკავონ 4 ოქტომბრის აქცია მაინც გაიმართება და ასობით ათასი ადამიანი მაინც გამოვა ქუჩაში.
„ფაქტია, რომ აქამდე პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების საქმეები თეთრი ძაფით მაინც იკერებოდა და ახლა საერთოდ ვერ კერავენ ამ საქმეებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ საქმის არც ერთი მასალა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას. ადამიანი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა და ებრძვის კორუფციას. რაც შეეხება სიურპრიზებს, სიურპრიზები ელოდება „ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბრისთვის და ყველა ერთად დაველოდოთ. არავის ამ ადამიანების არ ეშინია, ეს იყო ცალსახად პოლიტიკური დაჭერა. ამას არ სჭირდება იურისტობა, რომ მიხვდე, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი ბრალდება. სასაცილოდ გაიხადეს თავი. რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სამართლებრივი სტანდარტებითაც კი ეს არის ფსკერი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგზე.
დანაშაული ხომ ყველასთვის დანაშაული უნდა იყოს, თუ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მე ვთავაზობ 200 ათას დოლარსო და ამის გამო დაიჭირეს, ჩვენ ყველა, მისი გუნდის წევრები, პოლიტიკური ლიდერები, ვამბობთ იმავეს, ჩვენც ვთავაზობთ, მათ შორის, გაორმაგებულსაც ვთავაზობთ და მოვიდნენ და დაგვიჭირონ!
მეც მოვუწოდებ ყველას, ყოფილ მაღალჩინოსნებს, იქნება ეს გომელაური, იქნება ეს ლილუაშვილი, იქნება ეს ღარიბაშვილი, რომ თუ ვინმეს გაქვთ [და ბევრი გაქვთ, დარწმუნებული ვარ], „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჩანაწერები, ფაქტები, დოკუმენტები, გადმოგვეცით- გავამზეურებთ. ეს დანაშაული კი არ არის, ეს არის გამოძიებისთვის ხელშეწყობა. კორუფციის გახეთქვა როგორ შეიძლება იყოს დანაშაული, დანაშაული არ გამომზეურებაა დანაშაული და არა პირიქით.
ყველა რომ დაგვიჭირონ ეს აქცია მაინც შედგება, ასობით ათასი ადამიანი მაინც გამოვა ქუჩაში და 4 ოქტომბერს და მისი რუსული რეჟიმი აუცილებლად დამთავრდება.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!