ირაკლი ნადირაძე – მათ, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებებს, ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაკავონ, არ გვეშინია ამ რუსების – ყველა პოლიტიკოსი რომ დაგვიჭიროთ, ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილია

ლევან ხაბეიშვილს აკავებენ იმის გამო, რომ მოუწოდა პოლიციელებს, ე.წ. მილიციელებს, რომ 4 ოქტომბერს არ შეასრულონ უკანონო დავალება მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად. ის 200 000 დოლარს სთავაზობდა, ახლავე ვთავაზობთ 400 000-ს – გამოვიდნენ და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია რუსების! ივანიშვილის რეჟიმს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ს დაკავებას ეხმაურება.
ირაკლი ნადირაძის თქმით, ყველა პოლიტიკოსიც რომ დააკავონ, „ს რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილია და დამარცხდება“.
„წარმოუდგენელი სიგიჟე მოვისმინეთ, ივანიშვილის რეჟიმისგანაც კი გასაკვირია. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა კორუფციას და ბევრი სკანდალური ფაქტი გახეთქილა მის მიერ და არაერთი თანამდებობის პირმა აგო მათ შორის პასუხი „ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ და ფაქტი იყო წინა ბრიფინგი, რომ საკუთარი თავდაცვის მინისტრი დააკავეს და ლევან ხაბეიშვილს აკავებენ თურმე იმის გამო, რომ მოუწოდა ე.წ. პოლიციელებს, რომლებიც მილიციელებად არიან გადაქცეულები და ამ შავრაზმელებს, რომ არ შეასრულონ 4 ოქტომბერს უკანონო დავალება, მშვიდობიანი დემონსტრანტები არ დააბრმაონ, არ დაასახიჩრონ, არ დაარბიონ და ამის გამო სთავაზობდა 200 000 დოლარს, ახლავე ვპირდებით 400 000 დოლარს, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებებს, მარტო მე კი არა? ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია ამ რუსების. ლევან ხაბეიშვილი კი არა, ყველა პოლიტიკოსი, ან ვინც იბრალებს პოლიტიკოსობას, ყველა რომ დაგვიჭიროთ, ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილია და დამარცხდება ეს მარაზმი, რომელიც ამდენი წელია გრძელდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით