ირაკლი ნადირაძე – კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო გააგდო, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო გააგდო, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რადგან ეს კომპანია “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, კომპანია „შავ სიაში“ შეეყვანათ, 15 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
„კომპანიას, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ „შავ სიაში“, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ – რატომ ჩავარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა – პასუხი არის მარტივი – კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს „შავ სიაში“, იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? – იმიტომ, რომ ეს კომპანია და ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია