ირაკლი ნადირაძე – ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ

ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ამჯერად სამგორის რაიონში. არაჩვეულებრივი განწყობაა და ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად, ერთ კვირაში უნდა წავიდეთ ევროპისკენ, სადაც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ევროპული კეთილდღეობით. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრნი მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და გავაფერადოთ ხუთიანი, ერთიანობა, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, მეტ პენსიას, უკეთეს განათლებას და ყველა იმ სიკეთეს, რასაც ევროპისკენ სვლა გვპირდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ