ირაკლი ნადირაძე – დღეს ჩანიშნულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, განიხილება კოალიციის გაფართოება და ახალი სუბიექტების შემოსვლა – იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს

დღეს ჩანიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი. კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს”.
„დღეს ჩანიშნულია “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი: პირველი არის კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში. ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილსა და მის ბანდას. განიხილება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: პარტიაში იქმნება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უხელმძღვანელებს ს ერთგული და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი . ვფიქრობ, რომ ის აღჭურვილი იქნება მნიშვნელოვანი ფუნქციებით, რაც კიდევ უფრო კარგად და ეფექტურად გამოიყენებს კობა ნაყოფიას რესურსებსა და გამოცდილებას. ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც დამატებით, ახალ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, გააძლიეროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”