ბრძოლა იწყება ახლა, – ამის შესახებ მსჯავრდებულ ირაკლი მიმინოშვილის დედამ, ელენე ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ყველა მათგანი, როგორც მსჯავრდებულები, ასევე მათი მშობლები, ბრძოლისთვის მზად არიან.
„ჩვენც და ბიჭებიც ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ ამ შენობაში სიარული და ტანჯვა დასრულდა. მთავარია, რომ თვითონ არიან მხნედ. ესენი არიან პრევენციულად დაკავებული პირები, ეს კობახიძის პირით თქვეს. ისინი მაინც დატოვეს ციხეში, ეს არ შეგრჩებათ არც ერთს! სიმართლე რომ გითხრათ, ადამიანურად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის იმედი მქონდა 10% მაინც, რადგან ეს თვეები ისე იქცეოდა… დარბაზში ჩამოსვლა დააგვიანა, ისეთი სახით შემოვიდა… ვიცი, რომ ნამდვილად უჭირს, ჩვენზე უარესად არიან ისინი. ბრძოლა იწყება ახლა!“ – განაცხადა ელენე ხუნდაძემ.
