ირაკლი მელაშვილი: “ქართულ ოცნებაში” წყობიდან არიან გამოსული. რატომღაც იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოაგვარებდნენ ურთიერთობას… დაიჯერეს ზღაპრები

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­რიგ შემ­ზღუ­დავ ცვლი­ლე­ბებს აა­ნონ­სებს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, მისი გან­მარ­ტე­ბით, აქამ­დე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის “გვერ­დის ავ­ლის გზე­ბის” ამო­ქოლ­ვაა ქვეყ­ნის “რე­ვო­ლუ­ცი­ის­გან და­სა­ცა­ვად”. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ უფრო მკაცრ­დე­ბა “გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნი, იკ­რძა­ლე­ბა “გარე ლო­ბიზ­მი”, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით დიდ შო­კად იქცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ 29 იან­ვარს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი აკა­დე­მი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა ტე­ლე­ე­თე­რი­დან გა­ი­გეს, ხოლო სტუ-ს რექ­ტორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის თქმით, მას ეს ამ­ბა­ვი წი­ნა­დღით აც­ნო­ბეს. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი:

– რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ამ ე.წ. რე­ფორ­მის უკან რა იდე­ე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი დგას. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა ის არის, თუ რო­გორ ექ­ცე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ არა აქვთ არა­ნა­ი­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­აც­ნონ თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბი, გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, შე­ა­თან­ხმონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ი­გონ მათი აზრი, ვი­საც შე­ე­ხე­ბა მათი ე.წ. რე­ფორ­მე­ბი. კლა­სი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ნი­შა­ნია ის, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა ჯგუ­ფი ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ მან იცის, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ არა აქვთ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და შე­თან­ხმე­ბის. დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში ასე არ ხდე­ბა. რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მსგავ­სი რამ რომ ეკად­რა, არც კი ვიცი, იქ რა დატ­რი­ალ­დე­ბო­და, იმი­ტომ, რომ ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და რო­დე­საც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა, ის ელა­პა­რა­კე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, უხ­სნის თა­ვის ნა­ბი­ჯებს და რე­ფორ­მებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

არა­ვინ ვი­ცით, ვის თავ­ში მომ­წიფ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მუდ­მი­ვად იყო კრი­ტი­კის სა­გა­ნი, აი, ჩვენ გა­დავ­დგით ნა­ბი­ჯე­ბი და ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ თსუ ჰარ­ვარ­დი ყო­ფი­ლა, სტუ კი­დევ კემ­ბრი­ჯიო. ვერ გა­უ­გია, რომ ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი კი არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ სჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე. ვინ, რო­გორ გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და და­ას­კვნა, რომ ის, რა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ, არის გზა, რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას?! ად­გნენ და ტე­ლე­ე­თერ­ში უტიფ­რად გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ უკვე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ორი უძ­ვე­ლე­სი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, მაგ­რამ არა­ვის და­უ­სა­ბუ­თე­ბია და აუხ­სნია, რა­ტომ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი გზა, რა­ტომ გა­მო­იწ­ვევს ეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და უკე­თეს შე­დეგს. ამა­ზე არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს.

გვი­თხრეს, რომ რამ­დე­ნი­მე კაცი კა­ბი­ნე­ტებ­ში დაჯ­და, ასე გა­და­წყვი­ტა და ჩვენ კე­თი­ლი უნდა ვი­ნე­ბოთ და მი­ვი­ღოთ. გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი არი­ან გუ­რუ­ე­ბი, მხო­ლოდ მათ იცი­ან, რა უნდა გა­კეთ­დეს და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ ამას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და ამის მერე თქვეს, რომ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, თუ რო­გორ აპი­რე­ბენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ხორ­ცშეს­ხმას. აი, ეს მიდ­გო­მაა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. ასე ექ­ცე­ო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას და რა მი­ვი­ღეთ ამის შე­დე­გად, ბევ­რად ავა­მაღ­ლეთ გა­ნათ­ლე­ბის დონე? ეჭვი მე­პა­რე­ბა. არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი ასე არ იქ­ცე­ვი­ან. არა­ვინ ამ­ბობს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის სა­ჭი­რო, უამ­რა­ვი რამ არის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, დიახ, გვჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, გვაკ­ლია ინ­ჟინ­რე­ბი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კად­რე­ბი, რის გა­რე­შეც ქვე­ყა­ნა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი, მაგ­რამ

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისევ და ისევ ის არის, რაც უკვე ვთქვი – ვინ და რო­გორ გეგ­მავს და გა­ა­ტა­რებს ამ რე­ფორ­მებს? ვინ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მის შე­დე­გებ­ზე? ვინ­მემ აგო პა­სუ­ხი წინა რე­ფორ­მე­ბის ჩა­ვარ­დნა­ზე? მა­ღა­ლი დო­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ამის შე­დე­გად?

არ ვლა­პა­რა­კობ იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კო­რუფ­ცია ნამ­დვი­ლად გა­ვი­და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბით. მე ვამ­ბობ სხვა რა­მეს – რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო გეგ­მავს რე­ფორ­მას, მან უნდა თქვას მკა­ფი­ოდ, სად ვართ ახლა, რა კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, რა არის რე­ფორ­მის ამო­ცა­ნა, რა სა­კი­თხე­ბი უნდა გა­და­იჭ­რას, რა გზე­ბით, უნდა გვი­თხრან, 5 თუ 10 წლის შემ­დეგ რა შე­დე­გი გვექ­ნე­ბა.

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” მო­რიგ შემ­ზღუ­დავ ცვლი­ლე­ბებს აა­ნონ­სებს, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის გრან­ტე­ბის კა­ნონ­ში – და­ზუს­ტდა “გრან­ტე­ბის” გან­მარ­ტე­ბა: გრან­ტად მი­იჩ­ნე­ვა არა მხო­ლოდ ის, რა­საც აქამ­დეც გან­სა­ზღვრავ­და კა­ნო­ნი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ერთი პი­რის მიერ მე­ო­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი: ფუ­ლა­დი ან ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფორ­მის რე­სურ­სე­ბი; ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა; ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ცოდ­ნის, ექ­სპერ­ტი­ზის, უნა­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბა და სხვა ფორ­მის დახ­მა­რე­ბა თუ ისი­ნი მი­მარ­თუ­ლია ან შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად და ა.შ. ამ ნორ­მით, უცხო­ეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც “არ­სე­ბი­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნობს”, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბამ­დე მი­მარ­თოს მთავ­რო­ბას ნე­ბარ­თვი­სათ­ვის. იც­ვლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სიც – “გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის წეს­დე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა – ესა თუ ის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს: ჯა­რი­მას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას ვა­დით 300-დან 500 სა­ა­თამ­დე ან 6-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, ხოლო “გარე ლო­ბიზ­მი” 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსსაც ემა­ტე­ბა ახა­ლი შე­ზღუდ­ვა – თუ კომ­პა­ნია ეწე­ვა სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა მის ძი­რი­თად სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას, მას და­ე­კის­რე­ბა სან­ქცია – ჯერ 20. 000 ლა­რის ჯა­რი­მა, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 40.000 ლა­რის.

– ამ­გვა­რი კა­ნო­ნე­ბი არა­თუ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ არ­სე­ბობს, მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟი­მებ­საც კი არა აქვთ. მა­გა­ლი­თად, მსგავ­სი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს ბე­ლა­რუს­სა და რუ­სეთ­შიც კი… ძა­ლი­ან დიდ უც­ნა­უ­რო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, “ფე­ის­ბუქს” აქვს მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის ფუნ­ქცია, ანუ შენ თუ აქ­ვეყ­ნებ პოსტს და მას მოჰ­ყვე­ბა აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ნა­ხავს და გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა, შენ შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე ცენ­ტი ჩა­გე­რი­ცხოს ან­გა­რიშ­ზე, თუ მო­ნე­ტი­ზა­ცია ჩარ­თუ­ლი გაქვს, მაგ­რამ თუ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის პოს­ტი იქ­ნე­ბა და ეს რამ­დე­ნი­მე ცენ­ტი ჩა­გე­რი­ცხა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა ეს მიჩ­ნე­ულ იქ­ნეს გრან­ტად ახ­ლე­ბუ­რი გან­მარ­ტე­ბით და პოს­ტის ავ­ტო­რი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს. ეს აბ­სურ­დია და ამას ყვე­ლა ხვდე­ბა. კო­ბა­ხი­ძე და პა­პუ­აშ­ვი­ლი რაც არ უნდა არ მოგ­ვწონ­დეს, ისე­თი უვი­ცე­ბი არ არი­ან, რომ ვერ ხვდე­ბოდ­ნენ ამ აბ­სურ­დს, არ იცოდ­ნენ, რომ ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და ა.შ., მაგ­რამ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად წყო­ბი­დან არი­ან გა­მო­სუ­ლი. რა­ტომ­ღაც იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მო­აგ­ვა­რებ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბას, ბოლო პე­რი­ოდ­ში აშ­კა­რად ცდი­ლო­ბენ და­სავ­ლე­თის­კენ და­ახ­ლო­ე­ბით ამ ში­ნა­არ­სის მე­სი­ჯე­ბი გა­უშ­ვან, მზად ვართ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, ოღონდ ერთი პი­რო­ბა გვაქვს, ამ ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით კი­დევ კარ­გა ხანს უნდა ვმარ­თოთ ქვე­ყა­ნაო.

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სჯე­რო­დათ, თუ ამე­რი­კე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ, ტრამ­პი იყო ის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის სა­კითხს ფეხ­ზე და­ი­კი­დებ­და და თვალს და­ხუ­ჭავ­და ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბო­და და ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩანს, ფიქ­რობ­დნენ, რომ თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რი­ტო­რი­კას თუ გა­ი­მე­ო­რებ­დნენ ევ­რო­პის შე­სა­ხებ, ამით აჩ­ვე­ნებ­დნენ ტრამპს, რომ მის გვერ­დით იდ­გნენ და ამით მო­ი­პო­ვებ­დნენ მის კე­თილ­გან­წყო­ბას, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არ მუ­შა­ობს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?