ირაკლი მელაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს

საპარლამენტო ს შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ქართულ არჩევნებზე კოლექტიური დასავლეთისა და -ს დამოკიდებულებაზე, რამდენად საფუძვლიანია მათი მტკიცება, რომ საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთს უახლოვდება, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისა ოპოზიციის ქმედებებზე, რამდენად დიდია ევროკავშირის ეგიდით არჩევნების შემსწავლელი კომისიის შექმნა, რა გავლენას იქონიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, არჩევნების ჩატარებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, მაგრამ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ საარჩევნო რეჟიმის დღის წესრიგით ცხოვრობს. უფრო სწორად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რაშიც მას ბრალს ოპოზიციას სდებს.
2024 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდის თავისებურება ახლა ისიცაა, რომ საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები არჩევნების შედეგების სამართლიანობაში არა მხოლოდ ეჭვი შეაქვთ, საერთაშორისო გამოძიებისაკენ მოგვიწოდებენ. მანამდე, იმაზე გვინდა გესაუბროთ, არჩევნების შემდეგ თუ რა ვითარებაშია ქვეყანა. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნების შედეგებისადმი ნდობა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აქვთ.
არჩევნების შედეგები ოპოზიციას არც 2020 წელს უღიარებია, შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები გვახსოვს. მმართველი გუნდის ზოგი წევრი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია 2020 წლის მსგავსად შევა პარლამენტში, ზოგი კი ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, „ქართულ პარლამენტარიზმს არაფერი დააკლდება“.
არადა, „ქართული ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს ერთპარტიული პარლამენტი, რადგან, ევროკავშირის ქვეყნებში, რისკენაც დეკლარირებულად მივისწრაფვით, პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან თანამშრომლობის რეჟიმში არიან. ჩვენთან კი „ქართულ ოცნებას“ ლამის მთელი ოპოზიცია „დასავლეთის აგენტებად“, ანაც „რადიკალურ „ნაცმოძრაობად“ ჰყავს გამოცხადებული და არჩევნების წინ ამომრჩეველს მათ გასამართლებას დაჰპირდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოში გვაქვს?
– მგონი „ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნებში გამარჯვების შემდგე ისეთ ეიფორიაში არიან, რომ მაინცდამაინც არც ინანებენ, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის და საერთო სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის ძალიან ცუდია, როცა პოლარიზება ასეთ ხარისხს აღწევს და ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ჩემი აზრით, ამის მიზეზები ნათელია: არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სერიოზულ ეჭვს გამოთქვამენ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის და არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის თაობაზე. ითხოვენ ამ საკითხზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. ამ იდეას მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც.
შესაბამისად, ამ რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებაზე.
ამ რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებაზე
ჯერჯერობით ხელისუფლება თავს იცავს პრინციპით „თუ არ დაიჭირე ქურდი არ არის“. ცდილობს გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დაეფიქსირებინა მომხდარი დარღვევები. მაგრამ, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ფაქტი ჩნდება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და უშუალოდ არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა თუ გაყალბების სხვა მექანიზმების შესახებ, რომელიც გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
რაც უფრო ჯიუტდება მმართველი პარტია ამ ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების თაობაზე, აბა საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობის თავად პროკურორების ოჯახის წევრებს არ სჯერათ, მით უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს და რეალურად დარჩეს ირანთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის მტრულად განწყობილ ჩრდილოელ მეზობელთან, ურთიერთობის ამარა.
რაც უფრო ჯიუტდება მმართველი პარტია ამ ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების თაობაზე, აბა საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობის თავად პროკურორების ოჯახის წევრებს არ სჯერათ, მით უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს და რეალურად დარჩეს ირანთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის მტრულად განწყობილ ჩრდილოელ მეზობელთან, ურთიერთობის ამარა
ჩემი აზრით, ამ პოლიტიკის დამღუპველი შედეგების პირველი ნიშნები უკვე იკვეთება. , რომელიც სიტყვით ეფერება და თავზე ხელს უსვამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რა ჭკვიანი ბიჭები ხართ, როგორ ამხელთ და უპირისპირდებით ვერაგი დასავლეთი არაკეთილსინდისიერ მიზნებს თქვენს ქვეყანაშიო, ამავე დროს, უკვე ამკაცრებს თავისი პოლიტიკური მოთხოვნებს დასავლეთის მიმართ ზურგშექცეული და პოლიტიკურად მარტო დარჩენილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
ჟენევის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატის ბოლო სხდომაზე, რუსულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა საქართველოსგან აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრების დელიმიტაცია, რაც ფაქტობრივად ამ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ნიშნავს. მანამდე რუსეთმა, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის და მისი პრესმდივნის, ზახაროვას მეშვეობით გულმოწყალედ შესთავაზა საქართველოს შუამავლობა მეზობელ სახელმწიფოებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების საკითხში.
ჟენევის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატის ბოლო სხდომაზე, რუსულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა საქართველოსგან აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრების დელიმიტაცია, რაც ფაქტობრივად ამ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ნიშნავს
ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. უბრალოდ, თუ ჩვენი ხალხი ბოლომდე არ გამოფხიზლდა, მისმა დიდმა ნაწილმა გააგრძელა 50 თუ 100 ლარზე ხმის და სინდისის გაყიდვა, ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფოს რთული დღეები ელის. ის გახდება მარიონეტი, რომელსაც არავინ ეკითხება მის სახელმწიფო ინტერესებს. ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ იქნება დასავლეთის მარიონეტობა, რითაც ხელისუფლება ცდილობს დააშინოს მოსახლეობა, არამედ ეს იქნება სწორედ იმ ქვეყნის მარიონეტობა, რომელიც არა მარტო ბოლო 35 წელი, არამედ ორ საუკუნეზე მეტია არის საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მტერი.
ევროკავშირმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რომ ჩვენი ქვეყნის ამ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელი პირობაა მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შეცვლა და არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. უახლოეს ხანებში შედგება ევროპელი პოლიტიკოსების ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი საქართველოში, სადაც საბოლოოდ ეცდებიან გააგებინონ საქართველოს ხელისუფლებას მათი პოლიტიკის შედეგები, მერე კი ალბათ ეს მცდელობებიც აღარ იქნება და დაიწყება ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი იზოლირება ევროპული სტრუქტურებისგან.
უახლოეს ხანებში შედგება ევროპელი პოლიტიკოსების ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი საქართველოში, სადაც საბოლოოდ ეცდებიან გააგებინონ საქართველოს ხელისუფლებას მათი პოლიტიკის შედეგები, მერე კი ალბათ ეს მცდელობებიც აღარ იქნება და დაიწყება ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი იზოლირება ევროპული სტრუქტურებისგან
ამაზე პასუხისმგებელი არის არა მარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოების ის თითოეული წევრი, რომელიც საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ჩაერთო მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ გაყალბების მექანიზმში. ამ შემთხვევაში, მე არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სერიოზულად სჯერა, რომ დასავლეთთან დაახლოება სექსუალურ უმცირესობად გადაქცევით ან გათხოვებით ემუქრება ქართველ მამაკაცებს და ამის შიშით „ქართულ ოცნებას“ გულწრფელად უჭერენ მხარს. ეს ხალხი არსებობს, ოღონდ ეს კიდევ სხვა თემაა.
მე ვსაუბრობ იმ ათასობით მოხელეზე, სოფლის რწმუნებულზე, სოც მუშაკზე და ასე შემდეგ, რომლებმაც კარგად იციან რომ ხელისუფლების პროპაგანდა უბრალოდ ბლეფია, მაგრამ საკუთარი კონფორმიზმიდან გამომდინარე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის შემადგენელმა ნაწილებმა, როგორც გაყალბების მექანიზმის პატარა ჭანჭიკებმა, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების ნების დამახინჯებაში.
არ აქვს მნიშვნელობა რა იყო ამის მიზეზი, 1000 ლარიანი სამსახურის თუ კარიერული ზრდის შანსის დაკარგვის შიში. სამწუხაროდ, ჩვენ, ყველას ერთად, მთელ საზოგადოებას მოგვიწევს პასუხი ვაგოთ ამ ადამიანების საქციელზე, რომლებმაც საკუთარი შვილების და ქვეყნის მომავალი გაყიდეს.
სამწუხაროდ, ჩვენ, ყველას ერთად, მთელ საზოგადოებას მოგვიწევს პასუხი ვაგოთ ამ ადამიანების საქციელზე, რომლებმაც საკუთარი შვილების და ქვეყნის მომავალი გაყიდეს
ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენს საზოგადოებაში გამყალბებელზე გვექნება რეაქცია: „შე კაცო, აბა რა უნდა ექნა“, სანამ ასეთი გულგრილები და შემგუებლები ვიქნებით საკუთარი სახელმწიფოს გამანადგურებელი ამ უზნეობის მიმართ.
– პოსტსაარჩევნო ვითარებაზე სოციალურ ქსელში თქვენი ვრცელ სტატუსში ამბობთ – „სამწუხაროდ ამ არჩევნების წაგების მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბანალური გაყალბება. მარცხის მიზეზების გაგებას არა მხოლოდ “გაგვიყალბეს გაგვიყალბეს” ძახილი, არამედ ოპოზიციის ლიდერების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი ჭირდება, თუნდაც იმ საკითხში, ოთხ პარტიას თქვენი დამკვირვებელ – წარმომადგენლებიან – კომისიის იწვერებიან, პლუს საკმაოდ კარგად დაფინანსებულ სამოქალაქო სექტორის მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო მისიებს ასე როგორ დაგახიეს უბნები თავზე, რომ პროცესში გაყალბების ვერც ერთი ფაქტი ვერ დაიჭირეთ.“
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ დარღვევების მასალები გროვდება და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს გადაეცემა. ~როცა არჩევნების დარღვევებისა და გაყალბებაზე ოპოზიციის კომენტარებს და განმარტებებს ვისმენთ, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვა – როცა ოპოზიციაში ამდენი იურისტი და საარჩევნო პროცედურების ბევრი სპეციალისტია, გაუგებარია არჩევნებამდე ის როგორ არ გახდა მათი მსჯელობის საგანი, რომ საარჩევნო უბნებში დამონტაჟებულ ელექტრონულ სიებს არ ჰქონდათ წვდომა ამომრჩეველთა საერთო სიებთან, რომელიც -ში იყო?
რადგან ოპოზიციას არჩევნებამდე თავის შეცდომებზე საუბარს არ ჩქარობს, საინტერესოა თქვენ რას იტყოდით იმ შეცდომებზე, რაც ოპოზიციამ არჩევნების წინ დაუშვა?
– პირველ რიგში აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით გაყალბების ის სისტემა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად შანსს არ უტოვებდა ოპოზიციას არჩევნების დღეს შეეჩერებინა ამ მანქანის მუშაობა.
მიმიღია მონაწილეობა ასეთი ტიპის არჩევნებზე და კარგად ვიცი, რომ როცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაცია, სუსი (კუდი), პოლიცია და უბანზე ძველი ბიჭები ერთობლივად მოქმედებენ, ოპოზიციას თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უბრალოდ არანაირი ადამიანური რესურსი არ ეყოფა მასობრივი გაყალბების გასაჩერებლად.
ამას „დივანზე წამოწოლილი იმ ექსპერტების გასაგონად“ ვწერ, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ საარჩევნო ორომტრიალში, არასდროს განუცდიათ ის ძალადობა, ზეწოლები, უსამართლობა, პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობა, ხშირი შემთხვევაში კი ძალოვნების მხრიდან ხელისუფლების მხარდამჭერთა კანონდარღვევების აშკარა ხელშეწყობა.
სამაგიეროდ, ასეთი ადამიანები ყოველთვის ძალიან იოლად იშვერენ ხელს ოპოზიციისკენ, მას აბრალებენ არჩევნების წაგებას და ოპოზიციის უვარგისობით ხშირად ცდილობენ გაამართლონ საკუთარი კონფორმიზმი, თუ პასიური სამოქალაქო პოზიცია. ასეთ „პოლიტიკური ექსპერტიზას“ საქართველოში დიდი ხნის ისტორიაა აქვს, 1995 წლის არჩევნებიდან მოყოლებული.
ასეთი ადამიანები ყოველთვის ძალიან იოლად იშვერენ ხელს ოპოზიციისკენ, მას აბრალებენ არჩევნების წაგებას და ოპოზიციის უვარგისობით ხშირად ცდილობენ გაამართლონ საკუთარი კონფორმიზმი, თუ პასიური სამოქალაქო პოზიცია. ასეთ „პოლიტიკური ექსპერტიზას“ საქართველოში დიდი ხნის ისტორიაა აქვს, 1995 წლის არჩევნებიდან მოყოლებული
ასე რომ, ჩემთვის გვერდზე მდგომი ადამიანისგან არცთუ სასიამოვნო საქმეა იმ ხალხის კრიტიკა, რომლებიც იბრძოდნენ ამ არჩევნებში. გვერდზე მდგომიო იმიტომ არ ვამბობ, რომ მე პოზიცია არ მქონდა ამ არჩევნებზე, უბრალოდ მრავალი ათეული წლის განმავლობაში ალბათ პირველად ჩემი აქტივობა მხოლოდ მიტინგზე დგომით და უბრალო ამომრჩევლის ვალდებულების მოხდით, ხმის მიცემით შემოიფარგლებოდა. მე არ გამივლია ყველა ის უბედურება რაც ოპოზიციის კომისიის წევრების მათი დამკვირვებლების ან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადახდათ უბნებზე. ჩემი პატივისცემა ყველა ასეთ ადამიანს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ.
თუ ჩვენ შეცდომებზე არ ვისაუბრეთ, ამ ქვეყანაში ეს ხელისუფლება ყველა არჩევნებზე გამარჯვებული გამოვა და ალბათ ციური მანანას იმედზე თუ ვიქნებით დარჩენილი. ამიტომ, თუკი კრიტიკულად ვცდილობ გავაანალიზო ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული შეცდომები, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მომავალში იგივე არ დაგვემართოს, რაც ახლა.
თუ ჩვენ შეცდომებზე არ ვისაუბრეთ, ამ ქვეყანაში ეს ხელისუფლება ყველა არჩევნებზე გამარჯვებული გამოვა და ალბათ ციური მანანას იმედზე თუ ვიქნებით დარჩენილი. ამიტომ, თუკი კრიტიკულად ვცდილობ გავაანალიზო ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული შეცდომები, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მომავალში იგივე არ დაგვემართოს, რაც ახლა
ფაქტია, რომ ჯამურად ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მხოლოდ 850 000 ხმა დააგროვა, რაც არჩევნებში „ქართული ოცნების“ ძლევისათვის საკმარისი არ იყო. ამ მაჩვენებლებით ოპოზიცია გაიმარჯვებდა იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებზე მოვიდოდა მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი. საპარლამენტო არჩევნებზე კი ასეთი დაბალი მოსვლა არასდროს დაფიქსირებულა.
ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს შეემუშავებინათ მხოლოდ პროპორციულ სისტემაში საარჩევნო კამპანიის წარმართვის სწორი სტრატეგია. როცა არჩევნები ტარდებოდა შერეული სისტემით, პარტიების ლიდერები კამპანიას აწარმოებდნენ თბილისიდან, ჩადიოდნენ რეგიონულ ცენტრებში, დიდ ქალაქებში. სოფლებში კი შეხვედრებს ძირითადად ატარებდნენ მაჟორიტარი კანდიდატები.
ოპოზიცია გაიმარჯვებდა იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებზე მოვიდოდა მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი. საპარლამენტო არჩევნებზე კი ასეთი დაბალი მოსვლა არასდროს დაფიქსირებულა
მართალია მათი უმრავლესობა ვერ ახერხებდა ოლქში გამარჯვებას, მაგრამ მათ საარჩევნო სტრუქტურებსა და შეხვედრებს სოფლებიდან მოჰქონდა ხმები ოპოზიციური პარტიებისთვის.
როცა მაჟორიტარული სისტემა აღარ არის, ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში შეექმნათ პოლიტიკური ლიდერების დეფიციტი, იმ ხალხის დეფიციტი, რომლებიც რეგიონებში, პატარა მუნიციპალურ ქალაქებსა თუ სოფლებში პარტიების ლიდერებისგან დამოუკიდებლად წარმართავდნენ საკუთარ და ამასთან ერთად, მათი წარმდგენი პარტიის კამპანიებს, როგორც მაჟორიტარი კანდიდატები. ამით ისინი ეხმარებოდნენ ოპოზიციას ხმების მოგროვებაში.
მმართველი პარტია მიხვდა იმის საფრთხეს, რომ რეგიონებში კამპანია პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ავტორიტეტული ფიგურების გარეშე რჩებოდა და ამიტომ შემოიღო დელეგატების ინსტიტუტი. კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატები მიაბა კონკრეტულ რეგიონებს და მათ დაავალა საარჩევნო კამპანიის წარმართვა.
ეს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით ჰყავდა მერების, სუსი, მერიების სამსახურების საჯარო მოხელეებისა თუ სოფლის რწმუნებულების მთელი არმია. ბუნებრივია, რომ ოპოზიციას ადგილებზე ეს რესურსიც არ ჰქონდა.
შესაბამისად სოფლის მოსახლეობასთან ოპოზიციიდან სუსტად იმუშავეს. ეს მოსახლეობა დარჩა სახელმწიფო პროპაგანდის და ადმინისტრაციული რესურსის ამარა. შედეგმაც არ დააყოვნა.
ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს შეემუშავებინათ მხოლოდ პროპორციულ სისტემაში საარჩევნო კამპანიის წარმართვის სწორი სტრატეგია
ოპოზიციურ კოალიციები ერთიანდებოდნენ რამდენიმე, შედარებით სუსტ ორგანიზაციას და მეტ-ნაკლებად ცნობად სახეებს. ბუნებრივია ამ ორგანიზაციების ლიდერები და ცნობადი სახეები აუცილებლად გამსვლელ სიაში უნდა ყოფილიყვნენ.
შედეგად, მე რაც ვნახე ოთხივე ოპოზიციურ პარტიების სიებში პირველ თორმეტ -თორმეტი ადგილი ფაქტობრივად სრულად დაკომპლექტდა თბილისელებით.
ამან საშუალება არ მისცა ოპოზიციას გამსვლელ ადგილებზე ჰყოლოდა რეგიონების წარმომადგენლები, რომლებსაც იქ შეეძლებოდათ კამპანიის წარმართვა. მუნიციპალიტეტების დონეზე შეიქმნა მხოლოდ შტაბები, რომლებიც თბილისიდან მიღებულ დავალებებს კი ასრულებდნენ, მაგრამ ვინაიდან მათ არც დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდათ და უმრავლეს მათგანს, არც სიაში მყოფი მათი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რეგიონებში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად აუცილებელი პოლიტიკური ფიგურების დეფიციტი შეექმნათ.
ოპოზიციას არ ჰყავდა ის ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც ოპოზიციის სასარგებლოდ აგიტაციის გასაწევად სოფელ სოფელ ივლიდნენ და იქ წარმართავდნენ პოლიტიკურ მუშაობას. არჩევნებზე კი თუ, დეპუტატობის კანდიდატის სტატუსი თუ არ გაქვს, იშვიათი გამონაკლისის გარდა სოფლებში შეხვედრებს ძნელად თუ ჩაატარებ, უბრალოდ ამ მოსახლეობისთვის შენ არ იქნები აქტუალური ფიგურა.
მმართველი პარტია მიხვდა იმის საფრთხეს, რომ რეგიონებში კამპანია პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ავტორიტეტული ფიგურების გარეშე რჩებოდა და ამიტომ შემოიღო დელეგატების ინსტიტუტი
ოპოზიციის ლიდერები ძველებურად ატარებდნენ კამპანიას თბილისში ტელეეკრანებიდან, მაქსიმუმ, შეხვედრებს მართავდნენ რეგიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში, მაგრამ სოფლად მოსახლეობა საერთოდ ამოვარდა პოლიტიკური აქტივობიდან, რაც ბუნებრივია. რამდენი ლიდერი, საერთო ეროვნული ცნობადობის სახე ჰყავდა თითოეულ პარტიას? ხუთი? ათი? და როგორ გინდა ამ რესურსით მისწვდე 3500 დასახლებას?
ამით ისარგებლა ხელისუფლებამ, აქცენტი გააკეთა რეგიონებზე, იქ მიამაგრა დელეგატები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე დიდი უპირატესობით დაამარცხა მთელი ოპოზიცია.
ყოველთვის ვთვლიდი, ვწერდი ამაზე, რომ ასეთი ტიპის პროპორციული სისტემა , ერთიანი, დახურული სიებით, დამანგრეველი იქნებოდა ოპოზიციური პარტიებისთვის. ჩემთვის ფაქტია, თუ ოპოზიციურმა პარტიები არ შეიმუშავებენ სრულად პროპორციული არჩევნების პირობებში საარჩევნო კამპანიების ჩატარების ახალ სტრატეგიას, მომავალში მათ მხოლოდ შედეგების გაუარესება ელით. პარტიების არსებული დეცენტრალიზებული მართვის სისტემის შენარჩუნებას, როცა ყველა საკითხი, მათ შორის სიების დაკომპლექტება წყდება თბილისში, ლიდერთან და მასთან დაახლოებულ ვიწრო წრეში, რეგიონებში ადგილობრივ ლიდერებს ფაქტობრივად არანაირი შანსი არ უტოვებს მოხვდნენ პოლიტიკურ ელიტაში.
ოპოზიციას არ ჰყავდა ის ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც ოპოზიციის სასარგებლოდ აგიტაციის გასაწევად სოფელ სოფელ ივლიდნენ და იქ წარმართავდნენ პოლიტიკურ მუშაობას. არჩევნებზე კი თუ, დეპუტატობის კანდიდატის სტატუსი თუ არ გაქვს, იშვიათი გამონაკლისის გარდა სოფლებში შეხვედრებს ძნელად თუ ჩაატარებ, უბრალოდ ამ მოსახლეობისთვის შენ არ იქნები აქტუალური ფიგურა
სიებში ადგილებისთვის ბრძოლაში მათ ყოველთვის აჯობებს ის ხალხი, ვინც ცენტრალურ შტაბში ტრიალებენ და აქვთ ურთიერთობა პარტიის ლიდერებთან. ადგილობრივ ლიდერების ფუნქციად კი მხოლოდ ის რჩება, რომ წელიწადში ერთი -ორჯერ, თბილისიდან ჩამოსულ ბოსებს დაახვედრონ აქტივი, ძირითადად საკუთარი ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები, შეასრულონ ცენტრიდან მოსული რუტინული დავალებები, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებსა და ცენტრალური ოფისის ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში. პოლიტიკაში მათი ერთადერთი შანსია ოთხ წელიწადში ერთხელ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნებში.
ბუნებრივია, რომ ასეთი პოლიტიკური მენიუთი ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს საკუთარ რიგებში შეინარჩუნოს აქტიური, ინიციატივიანი, საქმის გამკეთებელი, მოსახლეობაში ავტორიტეტის მქონე და ლიდერის თვისების მქონე ადამიანები. თუ ეს ვითარება მომავალშიც შენარჩუნდა, პარტიებისგან შეიძლება დარჩეს ამ თუ იმ ლიდერის გარშემო გაერთიანებული თბილისის პოლიტიკური კლუბები, ან ლიდერების ფანკლუბები, შეიძლება ეს ფრაზა უტრირებულად ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა და ოპოზიციის მხრიდან მას აუცილებლად მიხედვა ჭირდება.
თუ ოპოზიციურმა პარტიები არ შეიმუშავებენ სრულად პროპორციული არჩევნების პირობებში საარჩევნო კამპანიების ჩატარების ახალ სტრატეგიას, მომავალში მათ მხოლოდ შედეგების გაუარესება ელით
ჩემი აზრით, დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა შეიძლება ძალიან აწყობთ ეგოცენტრულ ლიდერებს, რომელთაც გულს უქონავს ის ვითარება, რომ პარტიაში ყველაფერი, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენის საკითხი თბილისში, მათ კაბინეტში წყდება, როცა ჩვენ გვაქვს არა პარტიის წევრების, არამედ ლიდერების, ბელადების პარტიები, (ასეც ვეძახით, ამის პარტია, იმის პარტია) სადაც ლიდერი წევრებს არანაირ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას არ აღებინებს. სინამდვილეში ეს საარჩევნო სისტემა ასუსტებს პარტიებს რეგიონებში, ხოლო მათ ლიდერებს მალე უოფიცრო და უჯარისკაცო გენერლებად აქცევს.
– ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ჩატარებული არჩევნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად. ჭირს იმაზე საუბარი თუ რამდენად რეალიზებადია ამის მიღწევა.
ასე რომც განვითარდეს პროცესი, არც არასამთავრობოები და არც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რამაც მომავალში უნდა აგვარიდოს არჩევნებში იმ ტიპის დარღვევები, რასაც 2024 წლის არჩევნებში ჰქონდა ადგილი.
როცა არჩევნების დარღვევებისა და გაყალბებებზე ოპოზიციის კომენტარებს და განმარტებებს ვისმენთ, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვა – როცა ოპოზიციაში ამდენი იურისტი და საარჩევნო პროცედურების ბევრი სპეციალისტია, გაუგებარია არჩევნებამდე ის როგორ არ გახდა მათი მსჯელობის საგანი, რომ საარჩევნო უბნებში დამონტაჟებულ ელექტრონულ სიებს არ ჰქონდათ წვდომა ამომრჩეველთა საერთო სიებთან, რომელიც ცესკო-ში იყო?
მათ შორის იმაზე რომ საარჩევნო უბნების ელექტრონული სიების ელექტრონულ ვერსიას ცესკო-ში არჩევნების სიებთან კავშირი არ ჰქონდა?
– რეალობაში, ერთადერთი რაც ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეძლოთ გაეკეთებინათ, ესაა დარღვევების მაქსიმალური რაოდენობით დაფიქსირება და საჩივრების დაწერა უბანზე, აგრეთვე დაკავშირება მათ რეგიონში მყოფ საერთაშორისო დამკვირვებლებთან და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ანუ, არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ამისთვის ისინი შესაბამისად დატრენინგებული უნდა ყოფილიყვნენ და ისედაც ჯოჯოხეთურ პირობებში მუშაობისას, დასახული ამოცანის გადაჭრის გასაიოლებლად, თავიანთი პარტიებიდან წინასწარ უნდა მიეღოთ საჩივრის ბლანკები, რომელშიც მხოლოდ დარღვევის ხასიათი და დრო იქნებოდა ჩასაწერი.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, რომ ის არ მოემზადა უბნებზე გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად, მეტიც, არც აპირებდა საჩივრების დაწერას, რადგანაც თვლიდა რომ იმარჯვებდა და უბნებზე დაწერილი საჩივრებით აღარ უნდოდა მიეცა ხელისუფლებისთვის წაგებული უბნების გაუქმების საშუალება.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, რომ ის არ მოემზადა უბნებზე გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად, მეტიც, არც აპირებდა საჩივრების დაწერას, რადგანაც თვლიდა რომ იმარჯვებდა და უბნებზე დაწერილი საჩივრებით აღარ უნდოდა მიეცა ხელისუფლებისთვის წაგებული უბნების გაუქმების საშუალება
შესაბამისად მათი კომისიის წევრები და დამკვირვებლებს არ ჰქონდათ მიღებული მითითება, რომ საჩივრები ეწერათ ყველა დარღვევაზე. თუ ეს ვარაუდი სიმართლეა, ჩემი აზრით ოპოზიციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა. სხვათა შორის, საარჩევნო კოდექსში არსად წერია, რომ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს უფლება აქვს ხელით შეიყვანოს ამომრჩევლის მონაცემები რეგისტრაციის მანქანაში და ამ მანქანაში პირადობის მოწმობის გატარების გარეშე მიეცეს ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება.
თუკი ასეთი რამ ხდებოდა, ამაზე ხშირად საუბრობენ დამკვირვებლები, რომ უბანზე მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც ფურცელზე ეწერათ სხვისი პირადი ნომერი და ამ მონაცემის სარეგისტრაციო აპარატში შეყვანით, მათ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება, ეს, როგორც დარღვევა, აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო უბანზევე, გადაგზავნილიყო შესაბამისი ინფორმაცია/ საჩივრები საოლქოში და ცესკო-ში. ზოგადად, ოპოზიციას უნდა სცოდნოდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის არსებული სისტემა ვერ გიფარავს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მრავალჯერადი მიცემისგან. ხმის მიცემის პროცესში აღნიშნული სარეგისტრაციო აპარატები ახდენენ პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იდენტიფიკაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი ერთ უბანზე, ერთი და იგივე დოკუმენტით ხმას ვერ მიცემს.
სინამდვილეში ეს საარჩევნო სისტემა ასუსტებს პარტიებს რეგიონებში, ხოლო მათ ლიდერებს მალე უოფიცრო და უჯარისკაცო გენერლებად აქცევს
მაგრამ, აღნიშნული სისტემა არ გამოდგება იმ დარღვევის აღსაკვეთად, როცა ერთი ამომრჩეველი სხვადასხვა საბუთით, ან სხვისი პირადი ნომრის გამოყენებით, სხვის მაგივრად აძლევს ხმას. ამის აღკვეთა შეუძლია ისევ მხოლოდ კომისიის წევრს, რომლებიც უკვე მრავალი არჩევნებია, ხელისუფლების მოთხოვნით მასობრივად თვალს ხუჭავენ ასეთ ფაქტებზე. ოპოზიცია მზად უნდა ყოფილიყო უბნებზე ასეთი დარღვევების დასაფიქსირებლად. პირველ რიგში კი, ამას ჭირდებოდა საარჩევნო სიების კარგად შესწავლა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მაჩვენებლებით 2024 წლის მეორე კვარტლის ანუ ივნისის მონაცემებით ქვეყანაში სამუშაო ძალა 15 წელს ზევით მოქალაქეების რიცხოვნობა 2951,3 ათასი ადამიანი. მარტივი დათვლით შეიძლება დავადგინოთ, რომ 18 წელს ზევით მოსახლეობა, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველი, მაქსიმუმ 2800 ათასი ადამიანია. ამ დროს, ცესკო-ს მონაცემებით საქართველოში 3 508 294 ამომრჩეველია. ცესკო ამ ფაქტს ხსნის იმ მოცემულობით, რომ ამომრჩეველთა ნაწილი გასულია ქვეყნიდან. საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 31 მუხლის თანახმად, საარჩევნო სიაში სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის გასწვრივ უნდა ეწეროს ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. „იმყოფება უცხოეთში“.
ზოგადად, ოპოზიციას უნდა სცოდნოდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის არსებული სისტემა ვერ გიფარავს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მრავალჯერადი მიცემისგან
გამოდის, რომ საარჩევნო კოდექსის 31 მუხლის თანახმად საარჩევნო სიაში, ქვეყნის გარეთ, დაახლოებით 750 ათასი ამომრჩევლის გასწვრივ უნდა ყოფილიყო შესაბამისი მითითება. საქართველოში გვაქვს 3100 საარჩევნო უბანი, გამოდის თითო უბანზე საშუალოდ 241 ამომრჩევლის გასწვრივ უნდა ყოფილიყო შესაბამისი აღნიშვნა. გარდა ამისა, მანქანებში სიები ისე უნდა ყოფილიყო ჩატვირთული, რომ ამ 750 ათას კაცს საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის საშუალება არ უნდა ჰქონოდა.
სამწუხაროდ, ჩემდა გასაკვირად, ელექტრონული სიები არავის გადაუმოწმებია, არავის უნახავს, შეყვანილია თუ არა უბნებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ამომრჩევლები, არის თუ არა იქ შესაბამისი აღნიშვნა და აქვთ თუ არა ქვეყნის გარეთ მყოფ ამომრჩევლებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უბნებზე ხმის მიცემის საშუალება. ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე იყო რეაგირება აუცილებელი.
ამ ყველაფერმა, მინიმუმ თეორიულად, შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას ასეთი ამომრჩევლების პირადობის ნომრები (მთავრობას ხელი მიუწვდება თითოეული მოქალაქის ამ მონაცემზე) გამოეყენებინა, რათა ოცნების აქტივისტებს ხელმეორედ მიეცათ ხმა ქვეყნიდან გასული ამომრჩევლის ნაცვლად მათი პირადი მონაცემების მეშვეობით. სამწუხაროდ, ოპოზიციამ არ გამოიყენა თუნდაც 2012 წლის გამოცდილება, როცა დაწვრილებით შეისწავლეს საარჩევნო სიები, კარდაკარ დაიარეს ოჯახები და აღრიცხეს ქვეყანაში რეალურად მყოფი ამომრჩეველი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მაჩვენებლებით 2024 წლის მეორე კვარტლის ანუ ივნისის მონაცემებით ქვეყანაში სამუშაო ძალა 15 წელს ზევით მოქალაქეების რიცხოვნობა 2951,3 ათასი ადამიანი. მარტივი დათვლით შეიძლება დავადგინოთ, რომ 18 წელს ზევით მოსახლეობა, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველი, მაქსიმუმ 2800 ათასი ადამიანია. ამ დროს, ცესკო-ს მონაცემებით საქართველოში 3 508 294 ამომრჩეველია
როგორც ჩანს, არც ცალკე აღებულს, არც ჯამურად, ოპოზიციურ პარტიებს ამისი რესურსი არ ჰქონდათ, ან იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა, არ ჩათვალეს საჭიროდ ამ სამუშაოს ჩატარება. არადა, თუკი ეს მონაცემები არ გაქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია გაყალბების ამ მექანიზმის არათუ შეჩერება, არამედ არჩევნების დღეს ამ დარღვევების გამოვლენა და დაფიქსირება.
– ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდის თავისებურება ახლა ისიცაა, რომ საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები არჩევნების შედეგების სამართლიანობაში არა მხოლოდ ეჭვი შეაქვთ, საერთაშორისო გამოძიებისაკენ მოგვიწოდებენ.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურამ არჩევნების შესაძლო დარღვევებზე საქმე აღძრა და გამოძიებაც დაიწყო. თუმცა, პროკურატურაში ამ თემაზე მისული ოპოზიციონერები მაგისტრატი მოსამართლეების თანდასწრებით დაიკითხნენ. პროკურატურაში დაკითხვიდან გამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს – „პროკურატურა ამ საქმეს კი არ იძიებს, არამედ ყველაფერს აკეთებს რომ გაყალბებასთან დაკავშირებული საქმეები არ გამოიძიოს“. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის ეგიდით შეიქმნება არჩევნების შემსწავლელი კომისია.
ვინც საარჩევნო სისტემებში ერკვევა, ამბობს, რომ ასეთი კომისია რომც შეიქმნას, დარღვევების დამადასტურებელ მასალები დიდი ალბათობით უკვე იმდენად „დავარცხნილი- გასწორებული“ იქნება, მასალების შესწავლას აზრით არ ექნება. ამ თემაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ, რამდენად რეალისტურია ევროკავშირის ეგიდით არჩევნების შემსწავლელი კომისიის შექმნა?
– ბუნებრივია, რომ არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ აქვს იმის იმედი, რომ პროკურატურა დაადგენს არჩევნების მასობრივად გაყალბების ფაქტს და პასუხისგებაში მისცემს ათასობით სოფლის რწმუნებულს, ზონის კოორდინატორებს, ქოლ ცენტრების კაპიტნებს, ოცნების ლიდერშიფს. ხელისუფლება არაფრის დათმობას რომ არ აპირებს, ეს კიდევ უფრო ნათელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თეთრიწყაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, როცა რაიონულმა სასამართლომ სხდომაზე მოატანინა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი, ჩაატარებინა კენჭისყრის პროცედურა და ყველამ ნათლად დაინახა, რომ ხმის მიცემის პროცესში ფარულობა ირღვეოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცსკო-ს მიერ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის დაკმაყოფილების შემდეგ, ცსკო-ს იურისტმა საოცარი განმარტება გააკეთა, არსად ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმაო. ეს განცხადება, ჩვეულებრივი მანიპულაციაა . საერთაშორისო პრაქტიკით, რომელიც ათობით (ზოგ ქვეყანაში კი ასობით) წელია ჩამოყალიბდა ცივილიზებულ სამყაროში.
ხმის ფარულობის დარღვევად ითვლება ხმის მიცემის პროცესში არა მხოლოდ იმის გამოჩენა, თუ ვის მიეცი ხმა, არამედ ისიც, როცა ადვილად გასარკვევია და ჩანს, თუ ვის არ მიეცი ხმა. ყველა დამკვირვებელი ამბობს, რომ არჩევნების დღეს ხმა რომ მიგეცა იმ წესით, როგორითაც ცესკო თავის კლიპებში მოუწოდებდა ამომრჩეველს, უდიდესი ალბათობით გამოჩნდებოდა, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემისას მმართველი პარტია არ შემოხაზა. შემთხვევით არ არის, რომ ცესკო-მ, თეთრიწყაროში სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, გამოცვალა მის საიტზე განთავსებული კლიპი, რომელიც აღწერდა ამომრჩევლის მიერ უბანზე ხმის მიცემის პროცედურას.
ბუნებრივია, ხელისუფლების ასეთი ტრიუკების შემდეგ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო შემცირდა იმის რწმენა, რომ „ქართული ოცნების“ კონტროლს ქვეშ მყოფი საგამოძიებო სტრუქტურები მიუკერძოებლად ეცდებიან დარღვევების თაობაზე არსებული ინფორმაციების გადამოწმებას.
სამწუხაროდ, ოპოზიციამ არ გამოიყენა თუნდაც 2012 წლის გამოცდილება, როცა დაწვრილებით შეისწავლეს საარჩევნო სიები, კარდაკარ დაიარეს ოჯახები და აღრიცხეს ქვეყანაში რეალურად მყოფი ამომრჩეველი
ძნელი სათქმელია რამდენად მიღწევადია არჩევნების გაყალბების ფაქტზე საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის, ან ამ საკითხის შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის შექმნას. ჩემი აზრით, უფრო დასაშვებია, რომ „ქართული ოცნება“ ეცადოს დასავლეთთან ვაჭრობას ე.წ. აგენტების, თუ ე.წ. ლგბტ პირების კანონების გაწვევით და ამით მიაღწიოს დასავლეთთან მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ კანონების გაწვევით დასავლეთის თავს შეიკავებს საქართველოს დასანქცირებისგან, მაგრამ თუკი ევროკავშირმა მტკიცედ მოითხოვა არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესწავლა, ვფიქრობ, „ოცნება“ არც კანონს გაიწვევს, არც კომისიას დათანხმდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ქვეყნის ეტაპობრივად დასანქცირების პროცესს.
მე ეს ყველაზე რეალისტურ სცენარად მიმაჩნია.“სახიფათოა ხელისუფლება, რომელიც კონფლიქტშია სინდისთან“ – შექსპირის ეს ფრაზა მეტ-ნაკლებად ეხება დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ ახლა რაც არჩევნების გაყალბებისათვის ქვეყანას შეიძლება პრობლემები შეხვდეს, ამაზე ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
პრობლემებში კი პირველ რიგში ვგულისხმობ ქვეყნის ეკონომიკას, ლარის სტაბილურობას. ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება, სავაჭრო ბრუნვის შემცირება ძალიან მტკივნეულად დაარტყამს ლარს. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ საგარეო პოლიტიკური რყევების პირობებში, რაც ქვეყანამ ბოლო ორი წელიწადში განიცადა, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ეროვნულ ბანკს მილიარდი დოლარის, ანუ რეზერვების 25 %-ის დახარჯვა მოუწია, ხოლო აქედან წინასაარჩევნო პერიოდში 670 მილიონი დოლარის.
ეროვნული ბანკის მესვეურების განცხადებით, დოლარზე მოთხოვნის გაზრდის და ლარის გაუფასურების ეკონომიკური მიზეზები არ არსებობდა, რაც ნიშნავს, ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლის მთავარი ფაქტორი პოლიტიკური არასტაბილურობაა. ვინაიდან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმზე დათანხმების ალბათობა, იმის მოლოდინი, რომ შიდა პოლიტიკური არასტაბილურობას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება და მთავრობის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები დაემატება, საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ლარის კურსს და ქართული ეკონომიკის მდგრადობას სერიოზული განსაცდელი ელის.
ბუნებრივია, ხელისუფლების ასეთი ტრიუკების შემდეგ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო შემცირდა იმის რწმენა, რომ „ქართული ოცნების“ კონტროლს ქვეშ მყოფი საგამოძიებო სტრუქტურები მიუკერძოებლად ეცდებიან დარღვევების თაობაზე არსებული ინფორმაციების გადამოწმებას
თუ ვინმეს ამ ვითარებაში მოსკოვის დახმარების იმედი აქვს, ეჭვი მაქვს, რომ მაგრად ცდება. პუტინის ინტერესებშია საქართველოს მაქსიმალურად დასუსტება, იმ მდგომარეობაში ჩაყენება, როცა ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების და ქვეყნის კრიზისამდე მიყვანისათვის გარდაუვალი პასუხისმგებლობის არიდების და საკუთარი თავების გადარჩენის მიზნით, იძულებული იქნება ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე.
ვინაიდან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმზე დათანხმების ალბათობა, იმის მოლოდინი, რომ შიდა პოლიტიკური არასტაბილურობას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება და მთავრობის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები დაემატება , საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ლარის კურსს და ქართული ეკონომიკის მდგრადობას სერიოზული განსაცდელი ელის
ეს ყველაზე არასასურველი სცენარია საქართველოსთვის, იმედი მაქვს ნაკლებად რეალისტური, მაგრამ თუკი „ქართული ოცნება“ არ შეცვლის დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების ვექტორს, ეს სცენარი შეიძლება რეალური გახდეს.
– ფაქტია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არა მხოლოდ არჩევნების შედეგებისადმი არ აქვთ ნდობა, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. ევროპის არა ერთმა ლიდერმა გამოთქვა ამ თემაზე სერიოზული შეშფოთება. ამ განცხადებების არსი ასეთია – „საქართველო ევროკავშირზე მეტად რუსეთს უახლოვდება“. ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი თქვა – „არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს – გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით“.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – უნდა შეასუსტოს საქართველოში ავტორიტარული ტენდენციები, მაგრამ, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ შეასუსტოს პროევროპული განწყობები, თუნდაც სანქციების შემოღებისას. ასეთ არასტაბილურ ვითარებაში გაატაროს ისეთი პოლიტიკა რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.
ვითარებაში, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები თვიან, რომ საქართველოში არასაკმარისად თავისუფალ გარემოსა და დარღვევებით ჩატარდა არჩევნების, ამის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობის რა გზას დაადგება ევროკავშირი?
ასევე საინტერესოა, ბრიუსელის მიერ არჩეულ გზაზე რა რეაქცია ექნება „ქართული ოცნების“ ლიდერშიფს?
– გასაკვირი არაფერია. როცა მმართველი პარტიის ლიდერის და სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებებით ევროკავშირის და ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მითური „ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ და მათი ბრძანებების შემსრულებლები არიან, რას ველოდებით?
ევროკავშირის და აშშ-ს ისტებლიშმენტი მადლობას ეტყვის „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმ „დიპლომატიური მიდგომისთვის“, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ბატონ ბორელს ან ურსულა ფონ დერ ლაინს პირდაპირ არ მოიხსენიებს ომის პარტიის ლიდერებად?
მხოლოდ მორიდებულად მიანიშნებს, რომ ესენი კი არა, სხვა ცუდი ბიძები და დეიდები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას ამ თანამდებობის პირების მეშვეობით, რომლებიც პრინციპში ცუდი ხალხი კი არაა, უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ამ „ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი პაიკები არიან? სერიოზულად ვფიქრობთ, რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ იდიოტური ნარატივის გავრცელების შემდეგ, რომელიც სხვათა შორის სიტყვა-სიტყვით იმეორებს „ცივი ომის“ დროს, ვარშავის ბლოკის ქვეყნების იდეოლოგების მიერ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეული დასავლეთის პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ კრებსით პროპაგანდისტულ კლიშეს, „Партия воины“, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას ვინმე პარტნიორად აღიქვამს? ჩვენ ხელისუფლებას აქვს მტრული რიტორიკა ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების მიმართ და ბუნებრივია, რომ მათი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია.
სერიოზულად ვფიქრობთ, რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ იდიოტური ნარატივის გავრცელების შემდეგ, რომელიც სხვათა შორის სიტყვა-სიტყვით იმეორებს „ცივი ომის“ დროს, ვარშავის ბლოკის ქვეყნების იდეოლოგების მიერ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეული დასავლეთის პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ კრებსით პროპაგანდისტულ კლიშეს, „Партия воины“, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას ვინმე პარტნიორად აღიქვამს? ჩვენ ხელისუფლებას აქვს მტრული რიტორიკა ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების მიმართ და ბუნებრივია, რომ მათი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია
ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკური წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს. თუნდაც ახლანდელი პოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილების პირობებში, რაც ძნელი წარმოსადგენია, „ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, უნდობლობა მაინც დარჩება.
აი, კიდევ უფრო ამაზე მეტად გაფუჭდება თუ არა ეს ურთიერთობა, ძირითადად დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე. თუ ჩვენ შევინარჩუნეთ არსებული პოლიტიკური კურსი, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საბოლოოდ დავკარგავთ 2030 წლისათვის ევროპის გაფართოების გეგმაში დარჩენის შესაძლებლობას.
„ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკური წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს. თუნდაც ახლანდელი პოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილების პირობებში, რაც ძნელი წარმოსადგენია, „ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, უნდობლობა მაინც დარჩება
მივა თუ არა საქმე სანქციებამდე, რომელსაც ევროპული ქვეყნები, როგორც წესი ძალიან იშვიათად უწესებენ კონტინენტის ქვეყნებს, ისიც განსაკუთრებულად ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ეს ისევ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
– ვრცელდება ში ომის დასრულების ტრამპის გეგემები, რომლის არსი ასეთია – 20 წლით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. ასევე ცეცხლი უნდა შეწყდეს დღეის მდგომარეობით უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე. თუ ამგვარი გეგმა იქნება მიღებული, ეს იქნება აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მარცხის აღიარება რუსეთთან.
ამგვარი სცენარით მოვლენების განვითარება ძნელად წარმოსადგენია, თუმცა, ტრამპის არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერია. პრობლემა იმაშია, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება რუსეთისთვის არა მარტო დათმობა, არამედ იმის პატიებაც, რომ რუსეთმა უკრაინაში, მანამდე საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყველას თავზე გადაახია.
გარდა ამისა, გვახსოვს რომ ტრამპის პრეზიდენტობისას თბილისში ჩამოსულმა მისმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ერთმნიშვნელოვნად მოგვიწოდა ანაკლიის პორტში რუსები და ჩინელები არ დავინახოო. არადა, ამ თემაზე ჩვენს ხელისუფლებას ჩინეთთან ურთიერთობები არა მხოლოდ აქვს, მათი რეალიზება დაწყებულია.
ტრამპის პრეზიდენტობისას, სავარაუდოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოსთან დაკავშირებით?
მას შემდეგ, რაც ვართ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ გართულებული აქვს, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები პირდაპირ გვეუბნებიან რომ – „აწუხებთ რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“.
ზოგი უფრო შორსაც მიდის და ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს, „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, ვაშინგტონთან და ევროპასთან ურთიერთობების დალაგების რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს?
– პოლიტიკოს სთვის ჩვენ რეგიონში ორი წითელი ხაზია. ერთია ჩინეთის გავლენის გავრცელება და მეორეა ირანი. საქართველოს ხელისუფლება დიდი გულმოდგინებით პერიოდულად აბიჯებს ამ წითელ ხაზებს.
რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერს, ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერებთან ერთად შეუძლია ცხარე ცრემლებით დაიტიროს კატასტროფაში დაღუპული ირანის პრეზიდენტი, რომელიც მოუწოდებდა პირისაგან მიწისა აღეგავათ ს სახელმწიფო და მუსლიმებს წმინდა ომი გამოეცხადებინათ ამერიკისთვის.
პოლიტიკოს დონალდ ტრამპისთვის ჩვენ რეგიონში ორი წითელი ხაზია – ერთია ჩინეთის გავლენის გავრცელება და მეორეა – ირანი, საქართველოს ხელისუფლება დიდი გულმოდგინებით პერიოდულად აბიჯებს ამ წითელ ხაზებს
ჩვენ მთავრობას ასევე შეუძლია ისე შეადგინოს ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია, რომ ის თავიდან ბოლომდე მორგებული იყოს ჩინურ კომპანიას. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამ 30 წლის მანძილზე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, გაეროში ერთხელ არ მიუცია ხმა რეზოლუციებისთვის, რომლებიც გმობს ჩვენი ტერიტორიები მიტაცებას, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის და ითხოვს ქართველი ლტოლვილების სახლებში დაბრუნებას.
ამავე დროს, ასევე ჩვენი სუვერენული უფლებაა ზურგი ვაქციოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვერდში გვედგნენ, იყენებდნენ თავიანთ გავლენას, რათა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა წარმატებული ყოფილიყო და რუსეთს არ მიეღწია თავისი მიზნისთვის, საერთაშორისო დონეზე ს და ოსეთის დამოუკიდებლობის მასობრივი ცნობისათვის. ეს ყველაფერი ჩვენი სუვერენული უფლებაა. საერთოდ, ქვეყნის უფლებაა მოიქცეს სულელურად, მისმა ხელისუფლებამ უშვას მძიმე სტრატეგიული შეცდომები.
ჩვენი სუვერენული უფლებაა ზურგი ვაქციოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვერდში გვედგნენ, იყენებდნენ თავიანთ გავლენას, რათა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა წარმატებული ყოფილიყო და რუსეთს არ მიეღწია თავისი მიზნისთვის, საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის მასობრივი ცნობისათვის. ეს ყველაფერი ჩვენი სუვერენული უფლებაა. საერთოდ, ქვეყნის უფლებაა მოიქცეს სულელურად, მისმა ხელისუფლებამ უშვას მძიმე სტრატეგიული შეცდომები
თუ ჩვენ სუვერენიტეტის გვესმის ასე „გიჟი თავისუფალი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ“ ესეც ჩვენი უფლებაა. კი ბატონო, ეს ჩვენ შეგვიძლია. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ასეთ საქციელს ექნება თავისი ფასი. თუკი ვიკითხავთ როგორი იქნება აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აღქმული ვიქნებით როგორც დემოკრატიული სამყაროს მოწინააღმდეგე ბანაკის წევრები, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
თუკი ვიკითხავთ როგორი იქნება აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აღქმული ვიქნებით როგორც დემოკრატიული სამყაროს მოწინააღმდეგე ბანაკის წევრები, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით
დიახ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, უარი ვთქვათ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, იმის შიშით რომ ევროპაში თუ შევალთ ჩვენი საზოგადოებას გათახსირებული ევროპა გარყვნის, ჩვენს რელიგიას და ტრადიციებს შებილწავს. ყველაფერი დღეს დამოკიდებულია ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზე, თუ დავიჯერებთ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული პოლიტიკოსების ბოდვითი იდეები, შედეგი იქნება ევროპული პერსპექტივის დაკარგვა. ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ ამოწურული აქვს რესურსი კვლავ გახდეს ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყანა.
შეიძლება რაღაც ნაბიჯებით, „ოცნებამ“ დასავლეთთან ურთიერთობაში გარკვეულ ნორმალიზაციას მიაღწიოს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებას დასავლეთი თავის პარტნიორად უკვე აღარასოდეს აღარ აღიქვამს.
ხელისუფლებას, სამწუხაროდ ამოწურული აქვს რესურსი კვლავ გახდეს ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყანა
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველად ისტორიაში აშშ-ს პრეზიდენტის გარდა დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი ილონ მასკის სახით. მასკი მთავრობის სრულიად ახალი, აქამდე მხოლოდ NY-ში, ეფექტურობისა და ხარჯვითი კონტროლის დეპარტამენტის (DOGE) უფროსის პოზიციას დაიკავებს თეთრ სახლში.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ეს ნიშნავს, რომ თეთრი სახლის მართვა უკვე ინსტიტუციურად კორპორაციული ხასიათის გახდება ზედმეტი სამთავრობო ხარჯების შემცირების ხარჯზე, დაიწყება კორპორაციული ინტერესების მხრიდან საჯარო ძალაუფლების თანმიმდევრობითი შეწოვა, მსოფლიო გადავა მიმდინარე სავაჭრო და ტექნოლოგიური ცივი ომის “ცხელ” ფაზაში.
მეტიც, აშშ-ს საქართველოსთან პოზიციონირებაც აქედან განისაზღვრება. იმის გამო, რომ მასკმა ტრამპის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, იყო ვარაუდი, რომ მას პრეზიდენტ ტრამპზე დიდი გავლენა ექნებოდა.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს თეთრ სახლში მასკის გამოჩენა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-ს საქართველოსთან პოზიციონირება მასკის ფუნქციების გათვალისწინებით განისაზღვრება?
– სულ მეცინება იმაზე, რომ ქართველი ჰომო სოვეტიკუსებისთვის ტრამპი იქცა მათი ოცნებების ახდენის ბოლო იმედად: – როგორ მიყიდის პუტინს მილიარდერი კაპიტალისტი პოსტ საბჭოთა სივრცეს, როგორ დააჩოქებს და იზეიმებს საზიზღარ ამერიკაზე გამარჯვებას დიდი პუტინი და შესაბამისად, როგორ დაუბრუნდება საქართველო რუსეთთან ტკბილ და მურაბა ურთიერთობებს. არ გამოვრიცხავ, ასეთი მოჩვენებები, “ქართულ ოცნების“ მესვეურებსაც აწუხებდეს.
მე მგონი, ამ ხალხს ზედმეტად ცუდი წარმოდგენა აქვს ტრამპზე და საერთოდ არ იციან, როგორ ხდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირება. ილონ მასკის აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამ პოსტზე გამოჩენა უჩვენებს იმას, რომ ტრამპი ცდილობს ეფექტურად განახორციელოს რესპუბლიკელების ძველი იდეა, ე.წ. „მცირე მთავრობა“, ამ გზით შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, უფრო ეფექტური გახადოს საჯარო ფინანსების მართვა.
ილონ მასკის აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამ პოსტზე გამოჩენა უჩვენებს იმას, რომ ტრამპი ცდილობს ეფექტურად განახორციელოს რესპუბლიკელების ძველი იდეა, ე.წ. „მცირე მთავრობა“, ამ გზით შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, უფრო ეფექტური გახადოს საჯარო ფინანსების მართვა
მე არ ველოდები დრამატულ ცვლილებებს ტრამპის საგარეო პოლიტიკაში, მითუმეტეს აშშ-ს ლამის რუსეთის სატელიტად ქცევას, როგორც ეს პრორუსულად განწყობილი ექსპერტებს სჩვევიათ.
ზოგადად, შეხედულება, რომ მასკი თუ ამ პოზიციაზე დაინიშნა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მისი დავალებების შემსრულებელი იქნება, დამახასიათებელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სულ ეძებენ მსოფლიო და განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკაში კულისებს მიღმა მდგარ ძალებს, რომლებიც მართავენ აშშ-ს და კაპიტალისტური ქვეყნების საგარეო პოლიტიკას.
მე არ ველოდები დრამატულ ცვლილებებს ტრამპის საგარეო პოლიტიკაში, მითუმეტეს აშშ-ს ლამის რუსეთის სატელიტად ქცევას, როგორც ეს პრორუსულად განწყობილი ექსპერტებს სჩვევიათ
არადა საქმე მარტივადაა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობს ბევრი ინსტიტუცია, რომელთაც საკმაოდ ჩამოყალიბებული, კონსერვატიული პოზიციები გააჩნიათ აშშ-ს წინაშე არსებულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე და გამოწვევებზე. იქ ასეთ საკითხებს ერთი კაცი ვერ წყვეტს.
ხოლო მასკის ფუნქცია, პირველ რიგში რომ შიდა პოლიტიკურია, ეს მისი ახალი სამსახურის დასახელებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობ, ტრამპი არაფრის დამთმობი არ არის რუსეთთან, თუნდაც, თავისი ეგოცენტრული ბუნებიდან გამომდინარე. ტრამპის შეხედულებით, სამყარო მის გარშემო ტრიალებს, აშშ ყველაზე დიადი სახელმწიფოა და ამას ანგარიში ყველამ უნდ გაუწიოს.
მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ტრამპმა გააუქმა ფაქტობრივი ემბარგო ჩვენთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების თაობაზე. რუსებისთვის კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკული იარაღის შემოსვლა ე.წ. „წითელი ხაზების“ გადაკვეთა იყო. ტრამპის მმართველობის პირობებში ამერიკელებმა ჩვენ მოგვცა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, მის დროს მოხდა უკრაინის არმიის სერიოზული გადაიარაღება, რომლის წყალობითაც უკრაინამ მოიგერია რუსების შეტევა 2022 წელს.
ტრამპი არაფრის დამთმობი არ არის რუსეთთან, თუნდაც, თავისი ეგოცენტრული ბუნებიდან გამომდინარე
მეტიც, ჩემი აზრით, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ბევრად უფრო აგრესიული იქნება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის კუთხით, ის ბევრად უფრო ხშირად გამოიყენებს ძალით მუქარას და ეკონომიკურ ბერკეტებს, მათ შორის რუსეთ უკრაინის ომის შეწყვეტის საქმეში.
სხვათა შორის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მისი და პუტინის სატელეფონო საუბრების შესახებ, რომლის დროსაც ტრამპმა თითქოს მოუწოდა პუტინს თავი შეეკავებინა უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციისგან, თან შეახსენა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ევროპაშია განლაგებული, თან დაუდასტურა, რომ მას სურს ამ ომის სწრაფად დასრულება.
ახლა შევხედოთ, რასაც ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა „ქართული ოცნების“ მთავრობა და იოლი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქართულ ამერიკული ურთიერთობების მკვეთრად გაუმჯობესების თაობაზე ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება
ტრამპისთვის საქართველო ალბათ მეასე ხარისხოვანი საკითხია. ასე იყო მისი პირველი პრეზიდენტობის დროსაც. ჩვენ განგვიხილავენ იმდენად, რამდენადაც ხელს შევუწყობთ ან ხელს შევუშლით ტრამპის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ამ რეგიონში, ჩვენი ურთიერთობებით რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. რამდენად შეესაბამება ამ კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ეს იქნება ქართულ ამერიკული ურთიერთობების მთავარი კონტექსტი.
ახლა შევხედოთ, რასაც ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა „ქართული ოცნების“ მთავრობა და იოლი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქართულ ამერიკული ურთიერთობების მკვეთრად გაუმჯობესების თაობაზე ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ