საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, თქვენ თან შეხმიანებისთვის განსაკუთრებული მიზეზი „ინტერპრესნიუსს“ არ სჭირდება, რისთვისაც თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ, სოციალურ ქსელში თვალი მოვკარით თქვენს საინტერესო სტატუსს იმ თემაზე, რომელიც მმართველმა გუნდმა თავად გააქტიურა.
მხედველობაში მაქვს 2008 წლის მე-16 წლისთავზე იმაზე საუბარი, რომ 2008 წლის ომის მაპროვოცირებელი პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, რომელიც „დასავლეთის დაკვეთას ასრულებდა“.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროკავშირი, ევროპული სხვადასხვა სტრუქტურები, ევროპული ქვეყნების და აშშ-ს ლიდერები ღიად ამბობენ, რომ 2006 წელს, როცა რუსეთის საქართველოში შეიჭრა, შეცდომა დაუშვეს, ახლა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო ეხმარება რუსეთს რომ დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, ჩვენი ხელისუფლება 2008 წლის ომში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ცხადია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულებით მმართველი გუნდი ცდილობს „კოლექტიური დასავლეთის“ დადანაშაულებას. ამ თემაზე კითხავს თქვენივე სტატუსიდან დაგისვამთ – რატომ გეჩვენებათ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საქართველო კვლავ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს?
– მე მგონი დღეს მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს. 35 წელი ჩვენ ვაგრძელებთ ილუზიაში ცხოვრებას, თითქოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები მიიტაცა იმისთვის, რომ შეაჩეროს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. თითქოს იგი ელოდება შესაბამის მომენტს, მომგებიანად ივაჭრებს ჩვენთან და დასავლეთთან, საქართველოს ნატოს წევრობაზე და ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმის სანაცვლოდ დაუბრუნებს ამ ტერიტორიებს. ჩემი აზრით ეს არის ფუნდამენტური შეცდომა.
ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ ის რაც ძალიან არ მოგვწონს, ის რომ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც ახლა არსებობს, მისი ელიტა არ განიხილავს აფხაზეთს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საქართველოს ნაწილად და არც ფიქრობს რაიმეს სანაცვლოდ მისი ქართველებისთვის დაბრუნებას.
დღეს მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს. 35 წელი ჩვენ ვაგრძელებთ ილუზიაში ცხოვრებას, თითქოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები მიიტაცა იმისთვის, რომ შეაჩეროს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი და თითქოს იგი ელოდება შესაბამის მომენტს, მომგებიანად ივაჭრებს ჩვენთან და დასავლეთთან, საქართველოს ნატოს წევრობაზე და ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმის სანაცვლოდ დაუბრუნებს ამ ტერიტორიებს. ჩემი აზრით ეს არის ფუნდამენტური შეცდომა
დღევანდელი რუსული პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად აღიქვამს ყოფილის სსრკ-ს ტერიტორიას რუსული იმპერიის, რუსული სახელმწიფოს ნაწილად, რომელიც გარბაჩოვ-ელცინის „მოღალატეობრივი პოლიტიკის“ შედეგად, უკანონოდ, ხაზს ვუსვამ, უკანონოდ მოწყვიტეს რუსულ სახელმწიფოს, საქართველოსვე, აფახაზეთიან, ყაზახეთიან და ა.შ.
ეს არის პუტინის და მთელი თანამედროვე რუსული მმართველი ელიტის ძირითადი იდეოლოგიური პოსტულატი და გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში მომხდარი ამ „უსამართლობის“ გამოსწორებას ეფუძნება რუსეთის სახელმწიფოს მიმდინარე პოლიტიკა. ამიტომ, რუსები ჩვენთვის წართმეულ ტერიტორიებს განიხილავენ როგორ ამ მიწების სამართლიან დაბრუნებას რუსეთის საუკუნებრივი იმპერიის ფარგლებში და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა პირობებით უნდა დაუბრუნონ ის საქართველოს.
რუსები ჩვენთვის წართმეულ ტერიტორიებს განიხილავენ როგორ ამ მიწების სამართლიან დაბრუნებას რუსეთის საუკუნებრივი იმპერიის ფარგლებში და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა პირობებით უნდა დაუბრუნონ ის საქართველოს
თუკი 2008 წლამდე შეიძლება არსებულიყო, დიდი ალბათობით, ეს მაშინაც ილუზია იყო, თეორიული შანსი იმისა, რომ მოლაპარაკების გზით ჩვენ დავაკმაყოფილებდით რუსეთის რაღაც მოთხოვნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, მას შემდეგ რაც რუსეთმა ცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ეს შანსი აბსოლუტური ნულის ტოლი გახდა.
დღევანდელი რუსეთი ნებაყოფლობით უარს არ იტყვის თავის იმპერიულ რაობაზე, ხოლო იმპერიის აღდგენის მიზნის მქონე რუსეთი უბრალოდ ვერ დაუშვებს პრეცედენტს, რომ მან დათმო პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიები საქართველოს სასარგებლოდ. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული იმპერიული იდეის სიკვდილი იქნებოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება უბრალოდ „ვერ გაიყიდება“ წლების განმავლობაში იმპერიული ბაცილით მოწამლულ რუსულ საზოგადოებაში.
მესიანისტური, რუსეთის განსაკუთრებულობის იდეით შეპყრობილი რუსული საზოგადოება საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას ჩათვლის ხელისუფლების მარცხად, ღალატად და მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხარეზე მყოფი აფხაზი და ოსი ერების გაყიდვად. ამას პუტინი არასდიდებით არ გააკეთებს საქართველოს გულისთვის. მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მთელი საქართველოს მისატაცებლად უნდა და არა დამოუკიდებელი საქართველოს გასამთლიანებლად და გასაძლიერებლად.
მესიანისტური, რუსეთის განსაკუთრებულობის იდეით შეპყრობილი რუსული საზოგადოება საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას ჩათვლის ხელისუფლების მარცხად, ღალატად და მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხარეზე მყოფი აფხაზი და ოსი ერების გაყიდვად. ამას პუტინი არასდიდებით არ გააკეთებს საქართველოს გულისთვის. პუტინს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მთელი საქართველოს მისატაცებლად უნდა და არა დამოუკიდებელი საქართველოს გასამთლიანებლად და გასაძლიერებლად
კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება წარმოვიდგინოთ, რომ დღევანდელი რუსეთი თავის იმპერიულ სულს შეიცვლის უკრაინასთან ომში გამარჯვების შემთხვევაში. ვინც ამას სერიოზულად უშვებს, ჩემი აზრით მას უბრალოდ არაფერი ესმის რუსული პოლიტიკის.
აფხაზების, ოსების და ქართველების ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების ერთადერთი მოდელი რაც უკრაინაში გამარჯვებულმა, პუტინის რუსეთმა შეიძლება შესთავაზოს საქართველოს, ეს არის რუსეთის იმპერიის შიგნით ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მინიმუმ დე-ფაქტო გაუქმების შემთხვევაში.
უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რატომ ჩავარდა თავის დროზე ძალიან გაზიარებული რუსულ-ბელარუსის ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის იდეა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამ ერთობლივი სახელმწიფოს პროექტის ქვეშ პუტინი ლუკაშენკოს სთავაზობდა ბელარუსის 8 ოლქად დაყოფას და მათ მიერთებას რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად.
ბელარუსის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის, თუნდაც რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებობაც კი მიუღებელი იყო პუტინისთვის. ამის შემდეგ რატომ გვაქვს ილუზია, რომ უკრაინის ომში გამარჯვებული პუტინი საქართველოს სხვანაირად მოექცევა?
ბელარუსის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის, თუნდაც რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებობაც კი მიუღებელი იყო პუტინისთვის. ამის შემდეგ რატომ გვაქვს ილუზია, რომ უკრაინის ომში გამარჯვებული პუტინი საქართველოს სხვანაირად მოექცევა?
ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ შექმნილ ვითარებაში დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი რეალისტური შანსი, უკრაინა – რუსეთის ომში ამ უკანასკნელის დამარცხების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. შეიძლება მეთქი ვამბობ და ვგულისხმობ იმ ვითარებას, თუკი უკრაინასთან ომის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთთან ჭიდილი მას სრული განადგურების და დაშლის საფრთხის წინაშე აყენებს.
ასეთ პირობებში რუსეთი იძულებული გახდება უარი განაცხადოს მეზობლების მიმართ ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელებაზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს, საკუთარი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პროცესის ნაწილი გახდეს მისი თანხმობა გამარჯვებული მხარის პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ეს შესაძლებელი იქნება, თუკი ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვიდგებით და ამ რუსეთთან დაპირისპირებაში ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს პარტნიორი.
ამ სცენარის შემთხვევაშიც კი თუკი ვინმე იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი ავტომატურად მოხდება, „დიდი ბიძიები“ გადაწყვეტენ, რომ ქართველები კარგი ხალხია და მოდი ეს მიწები უპირობოთ დავუბრუნოთო, ძალიან დიდი და საშიში ილუზიის ტყვეობაში აღმოჩნდება.
ეჭვი მაქვს, რომ ეს მაშინაც იქნება საკმაოდ რთული პროცესი ჩვენთვის, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან მოითხოვს დიდ მოქნილობას, კომპრომისის უნარს, მაგრამ ეს სხვა საკითხია.
ასე რომ, ჩემი აზრით ერთადერთი შანსი აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა არის იმაში, რომ აღმოვჩნდეთ მთელ ცივილიზებულ სახელმწიფოებთან ერთად გამარჯვებულების ბანაკში, რომელიც ცდილობს დაამარცხოს უკრაინაში შეჭრილი რუსეთი.
ჩვენი მიზნის მისაღწევად სხვა შანსი ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ არ გვაქვს, რეალისტური „გეგმა ბ“ ჯერ ჯერობით უბრალოდ არ არსებობს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არავის თავზე არ ვახვევ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესების ჩვენთვის სასარგებლოდ განვითარების სხვა ვერანაირ რეალისტურ სცენარს დღეს მე ვერ ვხედავ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ე.წ. „რუსული გზა“, პუტინის პირობებში, ჩემი აზრით მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პირობებში შეიძლება განხორციელდეს.
პროცესების ჩვენთვის სასარგებლოდ განვითარების სხვა ვერანაირ რეალისტურ სცენარს დღეს მე ვერ ვხედავ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ე.წ. „რუსული გზა“, პუტინის პირობებში, ჩემი აზრით მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პირობებში შეიძლება განხორციელდეს
ამიტომ, ვთვლი, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევაა სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის გაუაზრებლობა და ის ილუზიები, რომლითაც ამ საკითხში ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ნაწილი კვებავს საკუთარ თავს. თითქოს არსებობს რაღაც საიდუმლო გეგმა, რომლითაც ბიძინა რუსეთთან მოილაპარაკებს, “საქმის ჩაწყობას“ შეძლებს და აფხაზეთს და ყოფილ სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს. ამისთვის კი სულ ცოტა რამ არის საჭირო, ზურგი შევაქციოთ დასავლეთს ლოიალურობა ვაჩვენოთ პუტინს.
ისე, შეხედეთ პუტინს, როგორ ეპყრობა ის თავის ოლიგარქებს, რატომ ვიქმნით ილუზიას, რომ ის სხვაგვარად მოიქცევა ქართველ ოლიგარქის მიმართ? ილუზიაში ხომ არ ვართ ბატონი ბიძინას შესაძლებლობების და რუსულ ისტებლიშმენტზე მისი გავლენის თაობაზე?
შეხედეთ პუტინს, როგორ ეპყრობა ის თავის ოლიგარქებს, რატომ ვიქმნით ილუზიას, რომ ის სხვაგვარად მოიქცევა ქართველ ოლიგარქის მიმართ? ილუზიაში ხომ არ ვართ ბატონი ბიძინას შესაძლებლობების და რუსულ ისტებლიშმენტზე მისი გავლენის თაობაზე?
ჩვენ შევასკდით რუსეთს, როცა ის ყველაზე ძლიერი იყო, ნულოვანებში, როცა მოგვწონდა ეს თუ არა, მთელ მსოფლიოში არავინ აპირებდა საქართველოს გამო მასთან ურთიერთობის გაფუჭებას, როცა დასავლელი ლიდერები თავს იწონებდნენ პუტინთან მეგობრობით და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათი მიზნებიდან ვინ უფრო მეტ ინვესტიციას გააკეთებდა რუსეთში და გადავდივართ რუსების მხარეს, რომელიც არის უზარმაზარი სანქციების ქვეშ, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში ერთმნიშვნელოვნად არის აგრესორი, რომელმაც მასზე გაცილებით სუსტ უკრაინასთან ორწლიანი ომის შედეგად ვერ შეძლო ვერანაირი სამხედრო წარმატების მიღწევა, რომელსაც დასავლეთი ეკონომიკურად ნელ-ნელა ახრჩობს და ძალიან ცუდი ეკონომიკური პერსპექტივები აქვს.
თუ ჩემი არ გჯერათ, მოუსმინეთ ან წაიკითხეთ რუსეთის უდავოდ ყველაზე ძლიერი ფინანსისტის, ეროვნული ბანკის მმართველ, ელვირა ნაბიულინას გამოსვლები. ის მაინც არ არის ანტიპუტინისტი მედასავლეთე რუსი!) ეს ყველაფერი კი ნამდვილად მიმაჩნია არაპრაგმატული პოლიტიკად და დინების წინააღმდეგ ცურვად. სხვათა შორის, ასევე ვფიქრობდი ნულოვან წლებშიც.
– 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და არჩევნების გამო პოლიტიკოსების განცხადებები სულ უფრო მეტად საარჩევნო მიზნებზეა ორიენტირებული.
თუ გარკვეული ხნის წინ, ბევრი ვარაუდობდა, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური, ანტიამერიკული პროპაგანდა და რიტორიკა ელექტორატის გარკვეული ნაწილის მობილიზაციას უკავშირდებოდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის“ მიღების შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისში ჩამოსულ ჯერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს არ შეხვდა, შემდეგ აშშ-ს ორპარტიულ წარმომადგენლობას, ქვეყნის პროდასავლური კურსის მიმართ პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა.
არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქუჩებში გაჩნდა მმართველი გუნდის საარჩევნო ბანერები, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს „ღირსებით და მშვიდობით ევროკავშირში“ ქვეყნის გაწევრიანებას ჰპირდება.
არადა, ევროკომისიამ, საკმაოდ ცხადად გვითხრა – ვიდრე, რბილად რომ ვთქვათ, არაევროპულ კანონი არ გაუქმდება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული იქნება.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, ხელისუფლება ამბობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადასატვირთია. ვაშინგტონი კი გვეუბნება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მეტი სიცხადის შესატანად, „ნაბიჯები ქართულმა მხარემ უნდა გადადგასო. შემხვედრი ნაბიჯების ნაცვლად, ვხედავთ ანტიამერიკული რიტორიკის კიდევ უფრო გაძლიერებას.
სავარაუდოდ, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ ევროკავშირის, ხოლო მეორე მხრივ აშშ-სთან მიმართ? და სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამგვარი პოლიტიკის გატარების მიზანი?
– ის რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს არჩევნების მოსაგებად ეს აქსიომაა. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების“ ნებისმიერი განცხადება თუ ინიციატივა ამ წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ უკავშირდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურ კონსოლიდაციას და ელექტორალური ბაზის გაფართოებას. ჩემი აზრით, ეს მოცემულობაც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.
ვფიქრობ, რომ „ოცნების“ კონსულტანტებმა და ლიდერებმა კარგად გაანალიზეს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული საქართველოს ამომრჩევლის პოლიტიკური მისწრაფებები. ამ წლებში ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ქართული ამომრჩევლის 65-75% ღიად აფიქსირებდა თავის პროდასავლურ განწყობებს და ძირითადად ამ ხმებისთვის იბრძოდა ყველა პოლიტიკური პარტია.
ამომრჩევლის 20-35%-ს გააჩნია გარკვეული საბჭოური ნოსტალგია და მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე ჩვენ ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ და ვერც ნორმალური ცხოვრების დონეს მივაღწევთ.
ამომრჩევლის 20-35%-ს გააჩნია გარკვეული საბჭოური ნოსტალგია და მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე ჩვენ ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ და ვერც ნორმალური ცხოვრების დონეს მივაღწევთ
ამ ხალხისთვის ბევრად მისაღებია პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, შეზღუდული ან საერთოდ არარსებული დემოკრატიით, მაგრამ მოქალაქეზე „მზრუნველი ლიდერებით“ და პატერნალისტური სახელმწიფოთი, ხელისუფლების მიერ მოქალაქის ცხოვრების ეთიკური თუ რელიგიური ასპექტების კონტროლით, ვიდრე დასავლური ინდივიდუალისტური საზოგადოება, სადაც ადამიანი თავად წყვეტს საკუთარ ბედს და ნაკლებად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ხოლო დემოკრატია, უმცირესობების ინტერესების დაცა, სახელმწიფოს ჩაურევლობა პირად ცხოვრებაში, ადამიანის რელიგიური თუ კულტურულ-ეთიკური შეხედულების ავტონომიურობა აბსოლუტურად ხელშეუხებელი ცნებებია.
წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ამომრჩეველი, პირობითად „ჰომო სოვეტიკუსი“, საქართველოს პოლიტიკური ველზე პრაქტიკულად მარგინალიზებული იყო, რადგანაც არ არსებობდა არც ერთი მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია, რომელიც თავის მესიჯებით და პოლიტიკური დღის წესრიგით სერიოზულად იმუშავებდა ამ ელექტორატის გულის მოგებასა და მისი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ამომრჩეველი, პირობითად „ჰომო სოვეტიკუსი“, საქართველოს პოლიტიკური ველზე პრაქტიკულად მარგინალიზებული იყო, რადგანაც არ არსებობდა არც ერთი მეტ- ნაკლებად ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია, რომელიც თავის მესიჯებით და პოლიტიკური დღის წესრიგით სერიოზულად იმუშავებდა ამ ელექტორატის გულის მოგებასა და მისი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე
ამგვარი მიმართულების აღება ათწლეულების განმავლობაში ჩამორჩენილობას, ქართულ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით წითელი ხაზების გადაკვეთას და ოკუპანტის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავდა.
დასამალი არ არის, რომ ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი ელექტორატის მიმართ იყო, არ დაეშვათ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია. პრინციპში 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ მმართველ პარტიას უკვე ძალიან გაუჭირდა ძალაუფლების შენარჩუნება და მხოლოდ მცირე უპირატესობით აჯობა არცთუ კარგ ფორმაში მყოფ ოპოზიციას, თან პირველად 2012 წლიდან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლები მიიღო.
„ოცნების“ კლებადი რეიტინგი იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მესამე საპარლამენტო არჩევნებისათვის მხოლოდ ძველი იდეოლოგიურ- პოლიტიკური ნარატივი, „ნაცებისგან“ მტრის და საშიშროების ხატის შექმნა, ვეღარ იქნებოდა არჩევნებში გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ გარშემო საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის მაკონსოლიდირებელი ფაქტორი. „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი პროგრამული და იდეოლოგიური პრიორიტეტები, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა ამომრჩევლისთვის.
ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიტტექნოლოგებმა ამ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, რომ აქამდე მარგინალური, თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წონის მქონე ულტრაკონსერვატიული, ევროსკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგია სახელმწიფოს მმართველი პარტიის მთავარ დასაყრდენად გაეხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიტტექნოლოგებმა ამ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, რომ აქამდე მარგინალური, თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წონის მქონე ულტრაკონსერვატიული, ევროსკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგია სახელმწიფოს მმართველი პარტიის მთავარ დასაყრდენად გაეხადა
ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე მაინც, „ქართულო ოცნებისთვის“ ამ პოლიტიკის უმთავრესი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის დაახლოებით 30% მხარდაჭერის დაბევება იყო, თან ისეთი ამომრჩევლის, რომლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავდა ხელისუფლებისთვის კონკურენციაში შესვლას დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით. ეს საშიში თამაშია სახელმწიფოსთვის.
ბუნებრივია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილ ხელისუფლებას მოსკოვი იმაზე მეტს სთხოვს, ვიდრე ამას ის ნებისმიერ სხვა სიტუაციაში გააკეთებდა. ამავე დროს პუტინი ქართველებისთვის არანაირ პოლიტიკურ დათმობებზე არ მიდის. „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ ეს გამონათქვამი ზედგამოჭრილია მოსკოვთან ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერი იმის სანაცვლოდ რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსეთის მიმართ თავისი ლოიალობის საჩვენებლად, ჩვენ მივიღეთ 2024 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებმა, იგულისხმება საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უპირველეს ყოვლისა, უნდა „დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს, და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის“.
ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილ ხელისუფლებას მოსკოვი იმაზე მეტს სთხოვს, ვიდრე ამას ის ნებისმიერ სხვა სიტუაციაში გააკეთებდა. ამავე დროს პუტინი ქართველებისთვის არანაირ პოლიტიკურ დათმობებზე არ მიდის
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს „საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, შემდგომი დემასკირებით“. გასაგებად წერია? ამ განცხადებები შინაარსი ხომ კარგად გვესმის?ვინმესთვის თუ რამე გაუგებარია არ ვიცი. მე მგონი დღესავით ნათელია, თუ რა პოზიციებით გველაპარაკება პუტინი.
ესაა ის ლუკმა რომელიც მოსკოვმა გაიმეტა ქართველებისთვის რუსული კანონის მიღების, უკრაინა -რუსეთის ომში ნეიტრალური პოზიციის დაკავების და ნატოში გაწევრიანების სწრაფვისა და ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერებას, მთავრობის მიერ ღია ანტიდასავლური კამპანიის წარმოების და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭების სანაცვლოდ.
რუსეთი ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი მთავრობისგან კიდევ უფრო მეტ დათმობებს მოითხოვს და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ასე ესმის პუტინს რუსული ინტერესების დაცვა, ასეთია რუსული იმპერიის ბუნება, ასეთი იყო ყოველთვის, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ვინც ამას ვერ ხვდება, ის უბრალოდ გამოუსწორებელი ბრიყვია.
რუსეთი ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი მთავრობისგან კიდევ უფრო მეტ დათმობებს მოითხოვს და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ასე ემის პუტინს რუსული ინტერესების დაცვა, ასეთია რუსული იმპერიის ბუნება, ასეთი იყო ყოველთვის, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ვინც ამას ვერ ხვდება, ის უბრალოდ გამოუსწორებელი ბრიყვია
ჩვენი გადასაწყვეტია, კვლავ დავრჩებით ილუზიების ტყვეობაში, იმ ილუზიების, რომლითაც მოვაწერეთ ხელი 1992 წლის 3 სექტემბერს შეთანხმებას ელცინთან და დავკარგეთ გაგრა, იმ ილუზიებით, რომლითაც აქედან არასრულ ერთ წელიწადში მოვაწერეთ რუსებთან ხელი სოჭის შეთანხმებას, შემოვიყვანეთ რუსეთის სამშვიდობოები აფხაზეთში, შედეგად ერთ თვეში დავკარგეთ სოხუმი და გამოვაყრევინეთ ქართველები აფხაზეთიდან.
ამ ხელშეკრულებების დარღვევა არასდროს გაგვისაჩივრებია არსად, არ დაგვიყენებია რუსეთის ეს საქციელი საერთაშორისო ფორმატების განხილვის საკითხად. უბრალოდ ხმა არ ამოვიღეთ. პირიქით, ამის შემდეგ ჩვენივე ინიციატივით შეიქმნა გაეროს გენერალურ მდივანთან „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ და მასში რუსეთი მივიწვიეთ, ჩვენი ელიტის ნაწილში ეს დიდ პოლიტიკად ითვლებოდა.
მაშინ როცა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიყავი, ზუსტად ასე მამუნათებდნენ „აბა ომი გინდა?“, „ამ დიდი პოლიტიკოსს, შევარდნაძეზე იყო საუბარი, ასწავლი რა გააკეთოს?“ , ამიტომ დღეს დეჟავიუ მაქვს.
მაშინ როცა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიყავი, ზუსტად ასე მამუნათებდნენ „აბა ომი გინდა?“, „ამ დიდი პოლიტიკოსს, შევარდნაძეზე იყო საუბარი, ასწავლი რა გააკეთოს?“ , ამიტომ დღეს დეჟავიუ მაქვს
ახალ უკვე ბატონ ბიძინას და ქართულ ოცნებას“ არ შეიძლება შეეკამათო, სიტყვაზე უნდა ენდო უკვე ახლანდელი მედროვეების და ხელისუფლების მლიქვნელების არმიას, ბოლომდე მისცე საშუალება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, დაზიანდეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ამაზე თვალს თუ არ დახუჭავ, მორიგი ბატონის მლიქვნელების მორიგი არმია შემოგესევა და დაგკორტნის.
ოღონდ, ყველას ვინც ამ სიბრძნეს ქადაგებთ, „აბა ომი გინდა“ შევახსენებ არა მოსაზრებას, არამედ ფაქტს. მშვიდობის მიღწევის მოტივით რუსეთთან მიღწეულ ყველა შეთანხმებას საბოლოო ჯამში მოჰყვა ისევ ომი, ოღონდ ჩვენთვის ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში, ამ შეთანხმებების შედეგად განიარაღებული ქართული სამხედრო ფორმირებებით და დაკარგული მომგებიანი საბრძოლო პოზიციებით, შესაბამისად სასტიკი სამხედრო მარცხით და ჩვენი მიწებიდან გამოყრილი ასობით ათასი ქართველით! დიახ ომი მოჰქონდა ჩვენს მიწაზე ასეთ პოლიტიკას.ასე იყო 1992-ში ასე იყო 1993-ში, ფაქტობრივად ასე იყო 2008-ში.
ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა იმპერიული იდეით შეპყრობილ რუსეთთან ურთიერთობაში, გინდა იქ ე.წ. ლიბერალების“ მმართველობის ეპოქაში, გინდა პუტინის დროს.
იმიტომ ვთვლი, რომ დღეს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ერთ მხარეს დგას და ცდილობს დაამარცხოს რუსი აგრესორი, როცა დემოკრატიული სამყაროს ყველა ყველა დიდი ქვეყანა გმობს რუსეთის მიერ 2008 წელში საქართველოს მიმართ ჩადენილ დანაშაულს, მოუწოდებს ამ სახელმწიფოს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, წარმოუდგენელი სისულელე და დანაშაულია საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ომის დაწყების 32-ე და 2008 წლის რუსეთის აგრესიის მე-16 წლისთავზე აკეთებდეს განცხადებებს, რომლებიც გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე, ლამის უკანასკნელი ხავსი ხდება რუსეთისთვის, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ტერიტორიების დამპყრობი და 400 ათასი ქართველის მშობლიური მიწებიდან გამომყრელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გასამართლებლად.
წარმოუდგენელი სისულელე და დანაშაულია საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ომის დაწყების 32 და 2008 წლის რუსეთის აგრესიის მე-16 წლისთავზე აკეთებდეს განცხადებებს, რომლებიც გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე, ლამის უკანასკნელი ხავსი ხდება რუსეთისთვის, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ტერიტორიების დამპყრობი და 400 ათასი ქართველის მშობლიური მიწებიდან გამომყრელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გასამართლებლად
„ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკური კურსი სწორედ ამ შეცდომების სერიიდანაა, ოღონდ მაინც მაქვს იმედი, რომ ქვეყანას ეს პოლიტიკური შეცდომები დაუსრულებელ პოლიტიკური კოშმარების სერიალად არ ექცევა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
– ამის ფონზე ვნახეთ „ჰელსინკის კომისიის“ მიერ გავრცელებული სკანდალური განცხადება, რომლითაც ეს კომისია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ „შავ ფულს“ ეყრდნობა“.
ამ განცხადებაზე ხელისუფლების განცხადებები სტანდარტული კი იყო, მაგრამ დამაჯერებლობა აშკარად აკლდა.
არადა, ვინც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ჩახედულია, თვლის, რომ შორს არ არის ის დრო, როცა აშშ ხელისუფლების გარკვეულ პირებს სახელმწიფო სტრუქტურებს სანქციები დაუწესოს. მეტიც, ბევრი დარწმუნებულია, რომ ამის პარალელურად აშშ-ში სექტემბერში მიღებული იქნება „მეგობრობის აქტი“, რომელზეც საქართველოს მეგობრები კარგა ხანია მუშაობენ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს დღევანდელი და სავარაუდოდ ხვალინდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც მინიმუმ მკაცრი ოპონირების რეჟიმში იმყოფება.
ამგვარი ვითარება, სავარაუდოდ, როგორ აისახება ქვეყანაზე, და შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე?
– აშშ და დასავლეთი საკმაოდ მკაცრები არიან საკუთარი ინტერესების დაცვაში და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. შენ თუ ზურგს აქცევ და უპირისპირდები იმ ქვეყნებს, რომელთა პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური დახმარებითაც შეძელი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლა (გაიხსენეთ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 90-იან წლებში, როცა მხოლოდ რუსეთზე ვიყავით ჩამოკიდებული) და გაგიჩნდა განვითარების პერსპექტივა, თუ ოდნავ ჭკუა მოგეკითხება, უნდა ხვდებოდე, რომ ამ ქვეყნებს საკმაოდ მკაცრი რეაქცია ექნებათ ასეთ პოლიტიკურ ტრიუკზე.
აშშ და დასავლეთი საკმაოდ მკაცრები არიან საკუთარი ინტერესების დაცვაში და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია
არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა, თუ ჩვენ არ გვინდა დასავლეთი და ამას მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა, ბუნებრივია, რომ აშშ-ს და ევროკავშირს ჩვენი მოკავშირიდან ჩვენვე ვაქცევთ ჩვენს ოპონენტებად. ოღონდ ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი იქნება, ჩვენი სურვილით მოხდება. რატომ გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი მთავრობა 24 საათი დასავლეთის გინებაში იქნება, ხოლო აშშ და ევროკავშირი კვლავ განაგრძობს ჩვენს ეკონომიკურ დახმარებასა და პოლიტიკურად ჩვენს გვერდზე დგომას? ვალი აქვთ ჩვენი? მართლა ასე ვფიქრობთ?
არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა, თუ ჩვენ არ გვინდა დასავლეთი და ამას მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა, ბუნებრივია, რომ აშშ-ს და ევროკავშირს ჩვენი მოკავშირიდან ჩვენვე ვაქცევთ ჩვენს ოპონენტებად. ოღონდ ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი იქნება, ჩვენი სურვილით მოხდება
ერთი წამით წარმოვიდგინოთ ქართველებმა ჩვენი თავი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ადგილას. ჩვენ როგორ მოვექცეოდით კობახიძის, პაპუაშვილის და მათ მსგავს „მოკავშირეებს“, რომლებიც ყოველ დღე დაუფარავად გვლანძღავენ და ათას უბედურებას გვაბრალებენ?
თან ვინ, ისინი, ვინც ჩვენი პროგრამების, ჩვენი დაფინანსების წყალობით მიიღეს განათლება, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი გადამხდელის გადახდილი გადასახადებიდან იღებდნენ ხელფასებს, აიწყვეს კარიერა, მიაღწიეს ყველაფერს ცხოვრებაში? და ეს ხალხი გვაცხადებს მტრად? მათ ადგილზე ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა ასეთ „მოკავშირეებზე“ ?
ქართველები უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. თუ არ ვართ დასავლეთის მოკავშირე, თუ ვამბობთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას, ქართველების ამოხოცვას და გაუბედურებას ცდილობენ, თუ საქართველოში გადატრიალებას აწყობენ, თუკი მართლა ასე ვფიქრობთ, მაშინ რატომ ვითხოვთ, რომ ისინი ჩვენი პარტნიორებად დარჩნენ? რატომ გვინდა რომ ეს ქვეყნები გვეხმარებოდეს? რატომ ვართ ასეთი არაადეკვატურები?
ქართველები უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. თუ არ ვართ დასავლეთის მოკავშირე, თუ ვამბობთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას, ქართველების ამოხოცვას და გაუბედურებას ცდილობენ, თუ საქართველოში გადატრიალებას აწყობენ, თუკი მართლა ასე ვფიქრობთ, მაშინ რატომ ვითხოვთ, რომ ისინი ჩვენი პარტნიორებად დარჩნენ? რატომ გვინდა რომ ეს ქვეყნები გვეხმარებოდეს? რატომ ვართ ასეთი არაადეკვატურები?
– საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროპაგანდა და პრაქტიკა?- ოპოზიციურ ფლანგზე ვნახეთ გარკვეული გადაჯგუფებები. როგორც იქნა პოლიტიკური სუბიექტები დაჯგუფდნენ და არჩევნებზე ოპოზიციური ფლანგი „ნაცმოძრაობა“- ერთობით,“ „ლელოთი“, „გვარამია-მელია- „დროა“ და „გირჩი“ მეტი თავისუფლებით“ მიიღებს მონაწილეობას.
ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფები დადიან რეგიონებში, მართავენ შეხვედრებს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება ისინი რეგიონებში ძირითადად თავის მხარდამჭერებს ხვდებიან. არადა, კვლევებით დაახლოებით 40% ამომრჩეველი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩევლად რჩება.
თქვენ როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში ოპოზიციური პარტიების აქტივობას ზოგადად, მათ შორის დედაქალაქში და რეგიონებში?
– მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოგვწონს თუ არა, ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდს უფრო აქვს წარმოდგენა, რა გზით სურს ხელისუფლების შენარჩუნება, ვიდრე ოპოზიციას იმის გეგმა, თუ როგორ მოიგოს არჩევნები და შეცვალოს „ქართული ოცნება“.
ის პერიპეტიები, რომელიც ახლდა პარტიების მიერ პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ე.წ. „ქართული ქარტიის“ ხელის მოწერა-არ მოწერას, დროში გაწელილი კონსულტაციები სხვადასხვა ტიპის გაერთიანებების შესახებ, შეუთანხმებლობა ერთმანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, რა თქმა უნდა არ მატებს მხარდამჭერებს ოპოზიციას. საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია რეალური ძალაუფლება და არ აქვს დიდი ფინანსები, ვერ გახდა ის მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გააერთიანებდა ოპოზიციას.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოგვწონს თუ არა, ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდს უფრო აქვს წარმოდგენა, რა გზით სურს ხელისუფლების შენარჩუნება, ვიდრე ოპოზიციას იმის გეგმა, თუ როგორ მოიგოს არჩევნები და შეცვალოს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მესიჯების მთავარი ამოცანაა მაქსიმალური კონსოლიდაცია მოახდინოს ანტიდასავლურად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების, ამას დაუმატოს ის ამომრჩეველი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების ეშინია და ითხოვს პირადად სააკაშვილისადმი მაქსიმალურად მკაცრ მოპყრობას, პლუს ადმინისტრაციული რესურსი.
ამას ემატება რეგიონებში სოციალურ დახმარების მიმღებთა მზარდი რაოდენობა, ე.წ. დასაქმების პროგრამები და ამ შემოსავალზე დამოკიდებული ათობით ათასი ადამიანი, „აწარმოე საქართველოს“, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობაში არსებული ფერმერთა დახმარების პროგრამების მრავალრიცხოვანი ბენეფიციარები და ა.შ.
მარტო „რუსი მოდის“ ძახილით კი „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში საკმაოდ რთული იქნება. ჩემი შეხედულებით, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ტაქტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობით უზრუნველყოს მინიმუმ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება
სხვათა შორის, საზოგადოების ამ სეგმენტებში არის შიში, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს პროგრამები შეწყდება და მათი ცხოვრების დონე გაუარესდება.
ოპოზიცია კი ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არაფერს ესაუბრება მოსახლეობას, მას არ აქვს მკაფიო პოზიცია, თუ რას უპირებს ამ პროგრამებს და ან რა ალტერნატივებს სთავაზობს ხალხს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ხანშიშესულ მოსახლეობას.
რეგიონებში საკუთარი აქტივის მიერ მობილიზებული, ისედაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთან შეხვედრები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს ხელისუფლების დასამარცხებლად
მარტო „რუსი მოდის“ ძახილით კი „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში საკმაოდ რთული იქნება. ჩემი შეხედულებით, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ტაქტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობით უზრუნველყოს მინიმუმ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება.
რას უპირისპირებს ამას ქართული ოპოზიცია, ჯერ არ ჩანს. რეგიონებში საკუთარი აქტივის მიერ მობილიზებული, ისედაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთან შეხვედრები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს ხელისუფლების დასამარცხებლად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი