ირაკლი მელაშვილი – ევროპული უსაფთხოების ახალი სისტემის შექმნა, აჩენს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი პოლიტიკის პრინციპების შემუშავების აუცილებლობას

აშშ-ს პრეზიდენტ ს 6 კვირიან მმართველობაზე, უკრაინის საკითხში -სა და ევროპის მიდგომების განსხვავებებზე, სავარაუდოდ, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ს ომის დასრულების ტრამპის გეგმა, უკრაინაში ტრამპის სცენარით დამყარებული მშვიდობა რა გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ახლა ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემებია. ცხადია, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ, ფაქტია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ლამის მთელი მსოფლიო ელოდება კიდევ რა განცხადებით თუ გამონათქვამით გააკვირვებს ტრამპი მსოფლიოს.
ახლა როცა, ყველა აშშ-ევროპის ურთიერთობებზე მსჯელობს, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა საკმაოდ ბევრი ევროპელისთვის, ისევე როგორც ამერიკელებისთვის და უკრაინელებისთვის, ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი და მიუღებელია.
გაუგებარი და მიუღებელია იმის გამო, რომ უკრაინის, როგორც რუსული ააგრესიის მსხვერპლის დაჩაგვრის ხარჯზე მიღწეული „მშვიდობა“ ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას, არამედ მომავალში უარესი გამწვავების და მსხვერპლის საფრთხეს შეიცავს“.
ორიოდ დღის წინ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა ვნახეთ აშშ-ს კონგრესში. ტრამპმა კიდევ ერთხელ დააანონსა ამერიკისთვის „ოქროს ხანის“ დაწყება. მან ასევე თქვა – „ამერიკა დაბრუნდა“, მსმენელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მის სიტყვას აღფრთოვანებული შეეგება, მაგრამ, ფაქტია, რომ მას თავად ამერიკაშიც ბევრი ოპონენტი ჰყავს. თავისი ფორმითა ტრამპის კონგრესში გამოსვლამ ჩვენ ჩვენსავე პარლამენტში მესამე პრეზიდენტის გამოსვლები გაგვახსენა.
თუ გასულ 6 თვეში ტრამპის განცხადებებს გავიხსენებთ, ძნელი არ უნდა იყოს იმის თქმაც, რომ დროა ჩვენ მივეჩვიოთ ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. მეტი ყურადღება ვადევნოთ არა მის განცხადებებს, არამედ ქმედებებს. განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმებს უკავშირდება.
ვხედავთ, რომ ამ გეგმის ნაწილია არა აგრესორი რუსეთის „მოთოკვა“, არამედ ხშირ შემთხვევაში იმისკენ სვლა თუ არა, გახმოვანება, რასაც პუტინს უნდოდა, ახლაც უნდა და მომავალშიც ენდომება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმას?
– ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნების დღიდან ვამბობ, რომ სინამდვილეში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების არანაირი „ტრამპის გეგმა“ უბრალოდ არ არსებულა და არც არსებობს.
წინასაარჩევნო პიარი „ომს 24 საათში დავასრულებ“ და ა.შ. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირდაპირ დაუპირისპირდა ძალიან მკაცრ რეალობას. ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინის, მასთან ერთად კი, ევროპის უსაფრთხოების მომავალზე აშშ-ს, ევროპას, თავად უკრაინას და რუსეთს განსხვავებული ხედვები გააჩნიათ.
ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნების დღიდან ვამბობ, რომ სინამდვილეში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების არანაირი „ტრამპის გეგმა“ უბრალოდ არ არსებულა და არც არსებობს
რაც არ უნდა სურდეს ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ათწლეულების განმავლობაში არის ევროატლანტიკური სამყაროს უდავო სამხედრო პოლიტიკური ლიდერი და უკრაინის მთავარი დონორი შეიარაღების კუთხით, ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა ერთპიროვნულად, უკრაინელებისა და ევროპელებთან შეთანხმების გარეშე, მხოლოდ მისი და პუტინის გარიგებით გადაწყვიტოს ამ ომის ბედი. ეს არის რეალობა და ამის არ სჯერათ ან მხოლოდ ტვინშერყეულ პუტინოიდებს, ან აშშ-ს განუყოფელი ბატონობის მომხრე ფანატიკურ მორწმუნე ტრემპისტებს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ რაიმე შეფასების გაკეთება ე.წ. „ტრამპის გეგმაზე“ ნაადრევია, უბრალოდ მისი არარსებობის გამო. ფაქტია, რომ არც რუსეთია აღფრთოვანებული ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე ტრამპის შეთავაზებით და არც უკრაინა. საერთოდ, არ მგონია დღეს ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რას შეიძლება შეიცავდეს უკრაინა – რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება.
რაიმე შეფასების გაკეთება ე.წ. „ტრამპის გეგმაზე“ ნაადრევია, უბრალოდ მისი არარსებობის გამო. ფაქტია, რომ არც რუსეთია აღფრთოვანებული ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე ტრამპის შეთავაზებით და არც უკრაინა. საერთოდ, არ მგონია დღეს ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რას შეიძლება შეიცავდეს უკრაინა – რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება
ცეცხლის შეწყვეტა და მხარეების დაშორიშორება ჯარებს შორის გამყოფ ხაზზე, სიკვდილია პუტინისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ვერ აკონტროლებს ვერც ერთ ოლქს, რომელიც კონსტიტუციაში შეიყვანა როგორც რუსეთის ტერიტორია, აქედან ორი ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან ხერსონთან და ზაპოროჟიესთან, ახლოსაც კი არ არის მისული. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობით უკრაინის არმია დგას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.
გამოდის რომ ე.წ СВО-მ, რომელიც პუტინმა დიდი პომპით დაიწყო, ვერ გადაჭრა რუსეთი წინაშე მდგარი ვერც ერთი ამოცანა. ვერც დენაციფიკაცია, რაც გულისხმობდა უკრაინაში რუსეთისთვის სასურველი მთავრობის მოსვლას, ვერც დემილიტარიზაცია. უკრაინას ახლა ბევრად ძლიერი ჯარი ჰყავს ვიდრე 2022 წელს და ვერც უკრაინის ნატოში გაწევრიანება და შესაბამისად რუსეთის საზღვართან ნატოს ჯარების განლაგების არდაშვება.
ტრამპი თანახმაა სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინაში მშვიდობის გარანტორად სწორედ ევროპელების ჯარები განლაგდნენ, ეს კი პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ტრამპი თანახმაა სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინაში მშვიდობის გარანტორად სწორედ ევროპელების ჯარები განლაგდნენ, ეს კი პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია
რუსეთმა სამწლიანი ომის შემდეგ არათუ ვერ გაწმინდა დონბასში დონეცკის და ლუგანსკის ოლქები უკრაინის არმიისგან, ვერ აიღო ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები, რომელიც რუსეთმა კონსტიტუციაში საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, არამედ მეტიც, დაუშვა კურსკის ოლქში საკუთარი ტერიტორიის ოკუპაცია მტრის არმიის მიერ.
ს აღებაზე, ლვოვამდე მისვლაზე და ასეთ ეგზოტიკურ მიზნებზე საერთოდ არაფერს არაფერს დავწერ.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ფრონტზე არსებულ პოზიციების გაყინვით სამშვიდობო შეთანხმების გაპრავება პუტინსაც კი გაუჭირდება, რადგანაც ამ პირობებში მისი მხარდამჭერი ნაციონალისტურად განწყობილი რუსული პუბლიკისთვის წარმოუდგენლად ძნელი ასახსნელი იქნება, თუ რას შეეწირა მილიონამდე რუსი ჯარისკაცისა თუ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები, ძირითადად პრორუსულად განწყობილი მშვიდობიანი მაცხოვრებლის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა.
ამ ყველაფრის შემყურე კი, მე კიდევ უფრო მიძლიერდება ეჭვი, რომ ტრამპს, რომელმაც ზელენსკის ვიზიტის წინა დღეებში მიიღო ამერიკის დაზვერვის ინფორმაცია, თითქოს რუსები არსებულ პირობებში არ აპირებენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების გაფორმებას, ეჭვი მაქვს იგივე ცნობა მოვიდოდა სტამბულში ამერიკელი და რუსი დიპლომატების დახურული შეხვედრიდანაც, ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას უკვე აღარ აწყობდა უკრაინასთან “იშვიათი მინერალების შეთანხმების” ხელმოწერა.
ამ შემთხვევაში ბურთი მის მოედანზე გადმოვიდოდა, რადგანაც ტრამპს მოუწევდა უკვე რუსები დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტაზე. თუკი პუტინი მშვიდობის „ტრამპის გეგმას“ იუარებდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდი იყო, ტრამპი ვალდებული გახდებოდა რუსებთან, როგორც შეთანხმების ჩამშლელ მხარესთან შესულიყო დაპირისპირებაში. ამ შემთხვევაში, ამერიკას აღარ დარჩებოდა არგუმენტი არ გაეგრძელებინა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება.
თუკი პუტინი მშვიდობის „ტრამპის გეგმას“ იუარებდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდი იყო, ტრამპი ვალდებული გახდებოდა რუსებთან, როგორც შეთანხმების ჩამშლელ მხარესთან შესულიყო დაპირისპირებაში. ამ შემთხვევაში, ამერიკას აღარ დარჩებოდა არგუმენტი არ გაეგრძელებინა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება
ტრამპის სამშვიდობო გეგმას სრული კომპრომეტაცია ემუქრებოდა ამერიკული და მსოფლიო საზოგადოების თვალში, შეილახებოდა მშვიდობის მოსურნის, ყველა წინა პრეზიდენტისგან განსხვავებულის და ყველაფრის შემძლე ტრამპის იმიჯიც, ვინაიდან მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შეჩერება ვერ შეძლო და ძალაუნებურად ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელება მოუწია.
ბუნებრივია, ეს სცენარი ტრამპის გეგმებში არ შედიოდა. შესაბამისად, “თეთრი სახლის” ოვალურ კაბინეტში ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაზე ვიხილეთ წარმოდგენა, რათა ზელენსკის დაჰბრალებოდა შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლა.
ყველა ელოდა, რომ ტრამპი კონგრესზე გამოსვლისას გამოაცხადებდა უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არადა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა კონგრესმენებს ზელენსკის “წერილი” გააცნო და უკრაინის პრეზიდენტი ცოტა შეაქო კიდეც, თითქოს შეთანხმებაზე ხელმოწერას წინ არაფერი ედგა. ამის შემყურე, სულ უფრო მეტად მიმტკიცდება აზრი , რომ ტრამპი იძულებულია დრო გაწელოს, რათა შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა არ მოუწიოს, რაც მას ძალიან არ სურს.
ტრამპი იძულებულია დრო გაწელოს, რათა შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა არ მოუწიოს, რაც მას ძალიან არ სურს
– ევროპელები რომ უკრაინა-რუსეთის ომის ტრამპის გეგმას უნდობლობით შეხვდნენ, ვიცით და ვნახეთ. აუცილებლად შევეხებით თუ რა მოჰყვა ევროპაში პრეზიდენტ ტრამპის ევროპისგან დისტანცირებას და ევროპის უსაფრთხოებაზე ჯერ უარის თქმას და შემდეგ ისევ ვაშინგტონის მხრიდან შუალედურ გადაწყვეტილებებს.
ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, ბევრი საუბრობდა რომ ის არაპროგნოზირებადი მმართველი იქნებოდა. 6 თვეში მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აშშ-შიც და ევროპაშიც განსხვავებულად აფასებენ. ფაქტი კი ისაა, რომ თეთრმა სახლმა ისეთი კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რაც ბევრი თვალსაზრისით კრემლის ინტერესებშია. მხედველობაში მაქვს ტრამპისა და ვენსის მტკიცება, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, ვერც უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს აშშ-საგან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ვერ დაიბრუნებს.
ასევე მხედველობაში მაქვს ის, რომ კრემლისთვის ევროპა და ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რომელსაც აშშ სამხედრო თვალსაზრისით იცავდა. იცავდა, იმიტომ რომ ევროპაცა და ამერიკას ერთი ღირებულებები ჰქონდათ. ახლა ბევრი კი თვლის, რომ ტრამპმა ევროპა „გამოაცოცხლა“, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემა უფრო სხვა განზომილებაშია.
თქვენი დაკვირვებით, რა ხდება აშშ-საა და ევროპას შორის?
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ტრამპისა და მისი გუნდის არა მხოლოდ რიტორიკა საკმაოდ ხშირად ემთხვევა რუსულ პროპაგანდისტულ რიტორიკასა უკრაინასთან მიმართებაში კრემლის გეგმებს?
– ზოგადად ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის ევროპასთან ურთიერთობების პოლიტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპასთან მიმართებაში ნელ-ნელა მისგან იზოლაციონიზმის იდეას უბრუნდება. ეს დამახასიათებელი იყო მონროს დოქტრინის მქონე ამერიკისთვის მე-19 საუკუნეში.
ტრამპიც და ვიცე პრეზიდენტი ვენსიც, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტრამპს იდიოტად და ფაშისტად მოიხსენიებდა, მთავარ აქცენტს აკეთებენ წყნარი ოკეანის რეგიონზე და ჩინეთის შეკავებაზე. მათ აღარ სურთ ევროპის უსაფრთხოებასა და NATO-ზე, რომელიც ევროპის რუსეთისგან დასაცავად შეიქმნა, კვლავ გაისროლონ უზარმაზარი თანხები.
ტრამპიც და ვიცე პრეზიდენტი ვენსიც, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტრამპს იდიოტად და ფაშისტად მოიხსენიებდა, მთავარ აქცენტს აკეთებენ წყნარი ოკეანის რეგიონზე და ჩინეთის შეკავებაზე. მათ აღარ სურთ ევროპის უსაფრთხოებასა და NATO-ზე, რომელიც ევროპის რუსეთისგან დასაცავად შეიქმნა, კვლავ გაისროლონ უზარმაზარი თანხები ტრამპს ამერიკელების გადასახედიდან რელევანტური არგუმენტები აქვს. მაგალითად NATO-ში 32 ქვეყანა შედის, მაგრამ მისი ბიუჯეტის ნახევარზე მეტს აშშ ავსებს. ტრამპი ფიქრობს, რომ ევროპელები აშშ-ს ხარჯზე მდიდრდებიან
ამ კუთხით არის საკითხები, რაშიც ტრამპს ამერიკელების გადასახედიდან რელევანტური არგუმენტები აქვს. მაგალითად NATO-ში 32 ქვეყანა შედის, მაგრამ მისი ბიუჯეტის ნახევარზე მეტს აშშ ავსებს. ტრამპი ფიქრობს, რომ ევროპელები აშშ-ს ხარჯზე მდიდრდებიან.
ამერიკელები დიდ ინვესტიციებს და ბიუჯეტის ხარჯებს დებდნენ ევროპის უსაფრთხოებაში, ხოლო აქედან ძირითად დივიდენდს იღებდა არა აშშ, არამედ ევროპის ქვეყნები. მათ ამერიკელების ასეთი გულუხვობის გამო საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუთავისუფლდათ და ეს თანხები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული ინვესტიციებით საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობას, საკუთარი სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას მოახმარეს.
შესაბამისად, ევროპელები გაძლიერდნენ, როგორც აშშ-ს ეკონომიკური კონკურენტები. ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირი თავისი ეკონომიკური რეგულაციებით ხელს უშლის ამერიკულ კორპორაციების საქმიანობას ევროპის კონტინენტზე. ბოლო წლებში, ევროპაში, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისათვის უზარმაზარი, რამდენიმე მილიარდიანი ჯარიმები დააკისრეს ამერიკულ კომპანიებს „Microsoft“ და „Google“-ს.
თუ სიმართლეა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს ამერიკელი “ტექნო ოლიგარქების” იდეოლოგიური მამის, მემარჯვენე ბლოგერ, კურტის იარვინის, მისი გავლენიანი თანამოაზრის, გერმანული წარმოშობის მილიარდერი ინვესტორი, PayPal -ის გადახდის სისტემის დამაარსებელი, Facebook-ის აქციების 10%-ის მფლობელი და მისი დირექტორთა საბჭოს წევრ, პიტერ ტიელი ( Peter Andreas Thiel ), რადიკალურ იდეოლოგიას იზიარებს, მათთვის ევროკავშირი, თავისი რეგულაციებით, პირველი მტერია. მათი პოზიციების აქტიური მხარდამჭერია ილონ მასკიც
საერთოდ, თუ სიმართლეა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს ამერიკელი “ტექნო ოლიგარქების” იდეოლოგიური მამის, მემარჯვენე ბლოგერ, კურტის იარვინის, მისი გავლენიანი თანამოაზრის, გერმანული წარმოშობის მილიარდერი ინვესტორი, PayPal -ის გადახდის სისტემის დამაარსებელი, Facebook-ის აქციების 10%-ის მფლობელი და მისი დირექტორთა საბჭოს წევრ, პიტერ ტიელი ( Peter Andreas Thiel ), რადიკალურ იდეოლოგიას იზიარებს, მათთვის ევროკავშირი, თავისი რეგულაციებით, პირველი მტერია. მათი პოზიციების აქტიური მხარდამჭერია ილონ მასკიც.
იარვინი – ტიელის იდეოლოგია ეფუძნება შემდეგ პრინიცპებს:
· დემოკრატიული მთავრობები არაეფექტურია და რადგანაც ისინი ფულს უყაირათოდ ხარჯავენ;
· ადამიანები არ არიან კანონის წინაშე თანასწორნი, თანასწორობა არღვევს ბუნებრივ წესრიგს;
· სახელმწიფოს უნდა მართავდეს „აღმასრულებელი დირექტორი-მონარქი“, რომელიც არ იქნება ლიბერალური დემოკრატიული პროცედურებით დატვირთული. ასეთი ხელისუფლების საუკეთესო მაგალითია, ჩინეთის ლიდერი დენ სიაოპინი.
მსხვილი კორპორაციების საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები არეგულირებენ, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონებით. გაცილებით ადვილია მოლაპარაკება და ზეწოლა ცალკეულ ქვეყნებზე, ვიდრე ისეთ დიდ სტრუქტურაზე, როგორიც ევროკავშირია. შესაბამისად, ე.წ. „ტექნო ოლიგარქების“ გაცხადებული ერთ-ერთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ამოცანა სწორედ ევროკავშირის დასუსტება- განადგურებაა.
ამიტომაა, ვენსი და მასკი ევროპაში მხარდაჭერას უცხადებენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ან ეწინააღმდეგებიან ბრიუსელში ევროპული სტრუქტურების ერთიან პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს (მაგალითად, უნგრეთის პრეზიდენტი ) ან საერთოდ თავიანთი ქვეყნების ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები არიან, იქნება ეს „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გერმანიაში, თუ რუმინეთში ოპოზიციონერი ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი კევინ ჯორჯესკუ.
გაცილებით ადვილია მოლაპარაკება და ზეწოლა ცალკეულ ქვეყნებზე, ვიდრე ისეთ დიდ სტრუქტურაზე, როგორიც ევროკავშირია. შესაბამისად, ე.წ. „ტექნო ოლიგარქების“ გაცხადებული ერთ-ერთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ამოცანა სწორედ ევროკავშირის დასუსტება- განადგურებაა
ყველა ეს ევროპული ძალა პარალელურად რუსების მხარდაჭერით სარგებლობს, რაც გასაკვირი არ არის. იარვინი და მისი მომხრეები თვლიან რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს ევროპაზე კონტროლი და ისევე როგორც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, უნდა შეასრულოს „ევროპის ჟანდარმის“ ფუნქცია. ამ პოლიტიკაში კარგად ჯდება ვენსის განცხადებები, რომ აშშ დაიღალა ევროპის დაცვით, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება და აშშ-მ ევროპიდან უნდა გამოიყვანოს თავისი ჯარები.
ბუნებრივია, რომ ასეთი პოლიტიკის პირობებში, უკრაინის ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ვენსის, იარვინის და მათი მომხრეებისათვის განიხილება როგორც ამერიკის ახალი პოლიტიკის ხელშემშლელი ფაქტორი.
არადა სწორედ იარვინს და მილიარდერ პიტერ ტიელის სახელს უკავშირდება ვიცე პრეზიდენტ, ჯ.დ. ვენსის წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ტიელმა ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ იელის უნივერსიტეტის სტუდენტობისას წაიყვანა კალიფორნიაში საკუთარ კომპანიაში, შემდეგ კი ჯერ დააფინანსა კამპანია აშშ-ს სენატში კენჭისყრისას ვენსის საარჩევნო, ბოლოს კი დაარწმუნა ტრამპი, სწორედ ვენსი გაეხადა ვიცე პრეზიდენტად.
იარვინი და მისი მომხრეები თვლიან რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს ევროპაზე კონტროლი და ისევე როგორც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, უნდა შეასრულოს „ევროპის ჟანდარმის“ ფუნქცია. ამ პოლიტიკაში კარგად ჯდება ვენსის განცხადებები, რომ აშშ დაიღალა ევროპის დაცვით, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება და აშშ-მ ევროპიდან უნდა გამოიყვანოს თავისი ჯარები
ბუნებრივია რომ ასეთი აზროვნების პოლიტიკოსებისათვის ევროკავშირი მტერია. შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, „ევროკავშირი აშშ-ს წინააღმდეგ არის შექმნილი.” “European Union was “created to screw” the US”. ვისაც სურვილი აქვს, Google-ში თავისუფლად იძებნება ტრამპის ეს ინტერვიუ.
ტრამპის პოლიტიკაში გარკვეული რაციოს პოვნა შესაძლებელია, თუკი ამერიკა უარს ამბობს ერთიან ევრო-ატლანტიკურ სივრცის ლიდერობაზე, იმ მოტივით რომ აშშ-ს ეს ძალიან ძვირი უჯდება. ასეთ შემთხვევაში ევროპა უფროა მისი გლობალური კონკურენტი, ვიდრე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაუძლურებული რუსეთი.
ტრამპის პოლიტიკაში გარკვეული რაციოს პოვნა შესაძლებელია, თუკი ამერიკა უარს ამბობს ერთიან ევრო-ატლანტიკურ სივრცის ლიდერობაზე, იმ მოტივით რომ აშშ-ს ეს ძალიან ძვირი უჯდება. ასეთ შემთხვევაში ევროპა უფროა მისი გლობალური კონკურენტი, ვიდრე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაუძლურებული რუსეთი
მეტიც, უნდა ამ ომის გამოყენებით ტრამპს სურს ისარგებლოს პუტინის სისუსტეებით და სწორედ ამერიკული კორპორაციებისთვის მიაღწიოს რუსულ წიაღისეულზე წვდომის განსაკუთრებულ პირობებს, განსაკუთრებით არქტიკაში.
ეს შეთავაზება პუტინის მხრიდან ერ რიადში რომ გაკეთდა, თავად რუსებმა თქვეს ევროპელების პოზიციები უკრაინასთან ომის გამო რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით ტრამპის ამ გეგმებს ხელს უშლის.
ამერიკულმა კორპორაციებმა უზარმაზარი დარტყმა მიიღეს ამ სანქციებით, ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში, ვაჭრობაში, კვების პროდუქტების წარმოება რეალიზაციაში, ქსელურ სარესტორნო ბიზნესში, მოუწიათ რუსეთის ბაზრის დატოვება, რის გამოც მათ ათობით მილიარდიანი, თუ მეტი არა, ზარალი მიადგათ.
“ტექნო ოლიგარქების” იდეოლოგიის მიხედვით ევროკავშირი, თავისი რეგულაციებით და სანქციებით აშშ-ს პირველი მტერია, ხოლო რუსეთი კი ლუკმა, რომელიც აშშ-ს კორპორაციებმა უნდა აითვისონ.
“ტექნო ოლიგარქების” იდეოლოგიის მიხედვით ევროკავშირი, თავისი რეგულაციებით და სანქციებით აშშ-ს პირველი მტერია, ხოლო რუსეთი კი ლუკმა, რომელიც აშშ-ს კორპორაციებმა უნდა აითვისონ
რას მოუტანს თავად აშშ-ს ეს პოლიტიკა, ძნელი სათქმელია. მე არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, რომ შემეძლოს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების, მათ შორის ევროკავშირთან, კანადასთან, მექსიკასთან, სამხრეთ კორეასთან დაპირისპირების და ე.წ. სატარიფო ომის, გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა.
ერთი ფაქტია, რომ Cointelegraph-ის მონაცემებით, 27 თებერვლიდან 5 მარტამდე, ანუ ხუთი სავაჭრო სესიის განმავლობაში, ამერიკის საფონდო ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3.4 ტრილიონი დოლარით შემცირდა.
ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. გარდა ამისა, ისტორიაში არაერთი მაგალითია, როცა დიდი ქვეყნები თანხების დაზოგვის მიზნით უარს აცხადებენ აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე, ასეთი პოლიტიკა მათ საბოლოო ჯამში ბაზრების დაკარგვით, შემოსავლების შემცირებით და ეკონომიკური დანაკარგებით უბრუნდებათ უკან. ეჭვი მაქვს, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში აშშ მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
Cointelegraph-ის მონაცემებით, 27 თებერვლიდან 5 მარტამდე, ანუ ხუთი სავაჭრო სესიის განმავლობაში, ამერიკის საფონდო ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3.4 ტრილიონი დოლარით შემცირდა
ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, რომელსაც მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არ უჭირს. პრიმიტივიზმია მისი და ზოგადად ამერიკის პოლიტიკაში რადიკალი მემარჯვენეების ახალი ტალღის პოლიტიკის შეფასებაზე მსჯელობა დავიყვანოთ თემამდე, არის თუ არა ტრამპი პუტინის აგენტი.
ევროპული პრობლემებისგან ამერიკული იზოლაციონიზმის პოლიტიკა, რასაც აშშ-ს გეოგრაფიული მდგომარეობაც უწყობს ხელს, ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე თანამედროვე რუსეთი. ეს მიმდინარეობა ამერიკაში ორ საუკუნეს ითვლის, და მას ამერიკაში მომხრეები ყოველთვის ჰყავდა.
თუმცა, რუსების სპეცსამსახურების მხრიდან ამერიკულ პოლიტიკურ ველზე ამ პოლიტიკური მიმდინარეობის გაძლიერების ხელშეწყობაც, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული.
ვფიქრობ რომ ის შეცდომები, რასაც აშშ-ს ადმინისტრაცია უშვებს, ის რეაქციები, რაც ადმინისტრაციის პოლიტიკამ თავად შტატებში და ევროპაში გამოიწვია, უბიძგებს ტრამპს, მოახდინოს საკუთარი პოლიტიკის გარკვეული კორექტირებები. ვნახოთ რას იზამს.
– დამკვირვებელთა ნაწილი ამერიკაშიც და ევროპაშიც, ბევრი ამბობს, რომ ტრამპი მოსკოვთან მოლაპარაკებებს იმიტომ აწარმოებს, რომ უნდა ომი დაასრულოს.
დარწმუნებული ვარ დიდი პაციფისტები დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ, მაგრამ, დიდი პაციფისტები ზესახელმწიფოების ლიდერები რომ არ ხდებიან, თითქმის დარწმუნებული ვარ.
არა განცხადებებით, არამედ გადადგმული ნაბიჯებით ტრამპის არც იზოლაციონიზმის მჯერა და არც იმის, უკრაინაში ომის დასრულება მას იმის გამო სურს, რომ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და უკრაინელი მეომრები იღუპებიან.
ძნელია იმის დაჯერებაც, წარმოდგენაც რომ აშშ-ს იზოლაციონიზმიდან და აშშ-ს „ოქროს ხანამდე“ გზა, „რუსეთის დაშოშმინებაზე“ გადის. ასეა, რადგან ამ ორი იდეის ერთად შერწყმა არარეალურად რეალიზებადს ჰგავს.
არარეალურად რეალიზებადს ისევე, როგორც ტრამპს წარმოუდგენია – მაქსიმალურად ითანამშრომლებს რუსეთთან და პეკინს რუსეთს ჩამოაშორებს.
დამკვირვებელთა ძალიან ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპთან და რუსეთთან დაკავშირებული აპოკალიფსური მოლოდინები დიდწილად უსაფუძვლოა. ამ არგუმენტს ამყარებს ტრამპის პირველი ვადის შედეგები, ტრამპის პირველი ვადა ნამდვილად არ იყო სასარგებლო რუსეთისთვის. იმ პერიოდში დაწესდა სანქციები ნორდ სტრიმისთვის და ზოგადად სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინის მიმართ ტრამპის მიდგომა სულ უფრო მეტად ემსგავსება რეიგანისტულ “მშვიდობას ძალის მეშვეობით”, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ძალა ჯერჯერობით უკრაინის წინააღმდეგ არის მიმართული.
რაც მეტი დრო გადის, ცხადი ხდება, რომ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვს. რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინაზე ახდენს ზეწოლას, ხოლო აგრესორ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესშია ჩართული.
ფრონტზე დღეს არსებული მოცემულობით გაქვთ მოლოდინი, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რუსული სცენარით უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების საკითხში პოზიციას შეიცვლის?
– მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპი რუსულ სცენარს მიყვება. ჩემი აზრით მისი ამბიციაა, ჰქონდეს საკუთარი სცენარი და გეგმა, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ამერიკისთვის იქნება მომგებიანი. ტრამპს სურს, რომ უკრაინა-რუსეთის ომიდან ამერიკულმა კორპორაციებმა მოგება ნახონ, როგორც უკრაინული (იშვიათი მეტალების შეთანხმება) ისე რუსული (არქტიკის და სხვა საბადოების ათვისება) მხარიდან. ჯერ-ჯერობით ასე ჩანს, რომ რეიგანისეული ფორმულა, “მშვიდობას ძალის მეშვეობით” უფრო უკრაინის მიმართ გამოიყენება, ვიდრე პუტინის აგრესიის შესაკავებლად.
ტრამპს სურს, რომ უკრაინა-რუსეთის ომიდან ამერიკულმა კორპორაციებმა მოგება ნახონ, როგორც უკრაინული, ისე საბადოებიდან, ჯერ-ჯერობით ასე ჩანს, რომ რეიგანისეული ფორმულა, – “მშვიდობა ძალის მეშვეობით” უფრო უკრაინის მიმართ გამოიყენება, ვიდრე პუტინის აგრესიის შესაკავებლად
შეჩერებულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რაც ახლა რუსეთისთვის ყველაზე დიდი შვებაა, რადგანაც სწორედ ამ დახმარებების წყალობით შეძლო უკრაინამ ბოლო თვეში რუსებისთვის უზარმაზარი ზარალის მიყენება, მათი შტურმის ჯერ შეჩერება, შემდეგ კი, ზოგიერთ ადგილზე, ლოკალური კონტრშეტევებზე გადასვლა.
აშშ-მ აგრეთვე შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. როგორც ჩანს, ტრამპი ცდილობს ამ ნაბიჯებით ზელენსკი მიიყვანოს ისეთ კონდიციამდე, როცა ის მზად იქნება ხელს მოაწეროს ტრამპის მიერ რუსებთან მოლაპარაკებულ ნებისმიერ შეთანხმებას. ვფიქრობ, არასწორი გათვლაა და ტრამპი ვერ ხვდება, რომ ასეთ ნაბიჯზე უკრაინაში მხოლოდ თვითმკვლელი პოლიტიკოსი თუ წავა.
აშშ-მ აგრეთვე შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. როგორც ჩანს, ტრამპი ცდილობს ამ ნაბიჯებით ზელენსკი მიიყვანოს ისეთ კონდიციამდე, როცა ის მზად იქნება ხელს მოაწეროს ტრამპის მიერ რუსებთან მოლაპარაკებულ ნებისმიერ შეთანხმებას. ვფიქრობ, არასწორი გათვლაა და ტრამპი ვერ ხვდება, რომ ასეთ ნაბიჯზე უკრაინაში მხოლოდ თვითმკვლელი პოლიტიკოსი თუ წავა
როგორც ჩანს, ტრამპს უბრალოდ არ ესმის უკრაინელების განწყობების. ამას ადასტურებს ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა უშედეგო მოლაპარაკებები აწარმოებს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან, იულია ტიმოშენკოსა და პიოტრ პოროშენკოსთან, ს გზით უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ზელენსკის შეცვლის თაობაზე.
უკრაინელი ოპოზიციონერები არ დააყენეს არსებულ მოცემულობაში ზელენსკის ლეგიტიმაცია ეჭვს ქვეშ და არ დაეთანხმნენ საომარ პირობებში მყოფ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას იდეას.
ტრამპის ადმინისტრაცია იმასაც ვერ ხედავს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დიდია ალბათობა, ზელენსკიზე უფრო რადიკალური პოლიტიკოსმა, მაგალითად, გენერალმა ზალუჟნიმ გაიმარჯვოს. ამის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტიმოშენკოს და პოროშენკოს მთავრობაში მობრუნების.
ტრამპის ადმინისტრაცია იმასაც ვერ ხედავს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დიდია ალბათობა, ზელენსკიზე უფრო რადიკალური პოლიტიკოსმა, მაგალითად, გენერალმა ზალუჟნიმ გაიმარჯვოს. ამის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტიმოშჩენკოს და პოროშენკოს მთავრობაში მობრუნების
ზოგადად, ის თუ როგორ მიდის ეს პროცესი, ჯერ-ჯერობით ტრამპის პოლიტიკური მარცხი უფროა, ვიდრე გამარჯვება. ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება და ამბიცია, რომ ის რუსეთ უკრაინის ომს ერთი ხელის მოსმით დაამთავრებს, ფაქტობრივად ჩაიშალა.
ზელენსკიმ ტრამპს დაანახა, რომ რაც არ უნდა წარმოდგენა ჰქონდეს ამ უკანასკნელს საკუთარ თავზე, ის არ არის მსოფლიოს მმართველი და უკრაინელების ნაცვლად მათ ბედს ვერ გადაწყვეტს. ფაქტობრივად უკრაინელებმა ამ ნაბიჯით ტრამპს სილა გააწნეს. ამიტომ, ზელენსკის მიმართ ტრამპის მიუღებლობა კიდევ უფრო აშკარა გახდა.
მიუხედავად ტრამპის ამ არაპროგნოზირებადი უცნაურობებისა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ბევრი რამ დალაგდება. ნუ, ახლა, ტრამპის რუსეთის აგენტობა და მსგავსი ჭკვიანური თეორიები საერთოდ სიცილად არ მყოფნის. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ტრამპს თავისი უზარმაზარი ეგო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ რუსებს გაამარჯვებინოს ამ ომში.
დღეს ან დასრულდა, ან აშშ-ს ლიდერობას და მის მორალურ ავტორიტეტს უზარმაზარი დარტყმა მიადგა, სწორედ მის მიერვე ათწლეულების წინ დეკლარირებული მიზნებიდან თუ იდეალებიდან გადახვევის გამო. ეჭვი მაქვს, რომ რა პოლიტიკასაც დღეს ტრამპი და მისი გუნდი ადგას, მთელ მსოფლიოში სწორედ ასე იქნება აღქმული
ტრამპს და მის გუნდს იმდენი ნაღდად ესმის, რომ ეს ისეთი მარცხი, ისეთი რეპუტაციული დარტყმა იქნება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისთვის, რომელთან შედარებითაც ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანა მხოლოდ უმნიშვნელო ინციდენტად გამოჩნდება.
სხვათა შორის, უკვე დაანონსდა, რომ უკრაინის და აშშ-ს დელეგაციები შემდეგ კვირაში საუდის არაბეთში შეხვდებიან. იმედია, ეს შეხვედრები არა ტელეკამერების წინ, არამედ უკვე საქმიან ვითარებაში გაიმართება და გარკვეულწილად გამოასწორებს იმ მდგომარეობას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა.
– დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ 6 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტის ს ფრანგი ხალხისადმი მიმართვა ისტორიული მნიშვნელობის იყო.
მაკრონის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამყარო ახალ ეპოქაში შევიდა და თუ როგორი იქნება ეს ეპოქა მასზე პასუხისმგებელი იქნება ევროპა და მათ შორის საფრანგეთი.
საფრანგეთი ევროპის ერთად ერთი ქვეყანაა, რომელიც ფლობს ატომურ იარაღს, როგორც შეკავების ფაქტორს. მაკრონისვე თქმით, საფრანგეთი მზადაა გაავრცელოს ეს ქოლგა მთელ ევროპაზე.
ემანუელ მაკრონი – „მინდა მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ასე არ იქნება – ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ემანუელ მაკრონის ამ განცხადებებს? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდნენ ამ განცხადებებს ვაშინგტონსა და მოსკოვში?
– შეიძლება ის რაც ხდება, ჩვენს თვალწინ, ერთი დიდი ეპოქის დასასრული იყოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ევრო-ატლანტიკური სისტემა, დემოკრატიული სამყარო, კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს ლიდერობით, როგორც გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებული ერთობა, როგორც ჩანს, ძველი სახით ვერ იარსებებს.
აქამდე ძლიერი ეკონომიკისა და დემოკრატიული იდეალების ერთგულების გამო ევროატლანტიკური სისტემის ქვეყნები მთელ მსოფლიოში გარკვეულ მორალურ უპირატესობას და ლიდერის პოზიციას ფლობდნენ.
დღეს ან დასრულდა, ან აშშ-ს ლიდერობას და მის მორალურ ავტორიტეტს უზარმაზარი დარტყმა მიადგა, სწორედ მის მიერვე ათწლეულების წინ დეკლარირებული მიზნებიდან თუ იდეალებიდან გადახვევის გამო. ეჭვი მაქვს, რომ რა პოლიტიკასაც დღეს ტრამპი და მისი გუნდი ადგას, მთელ მსოფლიოში სწორედ ასე იქნება აღქმული.
როგორც ჩანს, ევროპა როგორც დემოკრატიული სამყაროს ფუძემდებელი და ეკონომიკურად ფაქტობრივად აშშ-ს საპირწონე ნაწილი, მიდის იმ აზრამდე, რომ თავად უნდა იტვირთოს დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებელი ცენტრის ფუნქცია, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით გახდება თვითკმარი იმ იდეალების დასაცავად, რაც დეკლარირებულია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში
დღეს ტრამპის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში აკრიტიკებს ყველა ევროპელი ლიდერი უნგრეთის პრეზიდენტ ორბანისა და ს პრემიერ ფიცოს გარდა.
„ჩვენ ძლიერები ვართ, მაგრამ ეს არ ვიცით. ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს სუსტები ვართ. ჩვენ ევროპელები იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია“ – ამ სიტყვებს, რომლებიც საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ბაირუმ თქვა საფრანგეთის პარლამენტში უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დებატებზე, დღეს ლამის ყველა წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი ეთანხმება.
როგორც ჩანს, ევროპა როგორც დემოკრატიული სამყაროს ფუძემდებელი და ეკონომიკურად ფაქტობრივად აშშ-ს საპირწონე ნაწილი, მიდის იმ აზრამდე, რომ თავად უნდა იტვირთოს დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებელი ცენტრის ფუნქცია, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით გახდება თვითკმარი იმ იდეალების დასაცავად, რაც დეკლარირებულია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში.
შეიძლება ვცდები, მეჩვენება, მაგრამ თითქოს საქმე იქით მიდის, რომ ცოტა ხანში ტრამპის მიერ გამოცხადებული MAGA-ს – Make America Great Again, პასუხად მივიღებთ მაკრონ – მერცისეული MEGA-ს – Make Europe Great Again-ს
ფრიდრიხ მერცი, გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერი – ის სთავაზობს ევროპელ კოლეგებს განიხილოს ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – მან ოთხშაბათს ფრანგი ერისათვის გაკეთებულ მიმართვაში თქვა, რომ საფრანგეთი მზადაა განიხილოს თავისი ბირთვული „ქოლგის“ ევროპელ პარტნიორებზე გავრცელების შესაძლებლობა. მან ასევე განაცხადა, რომ კონტინენტი “ისტორიის გარდამტეხ მომენტშია”.
ევროპელი ლიდერებისადმი მიწერილ წერილში ფონ დერ ლაიენმა მოითხოვა, რომ კონტინენტმა “გაათავისუფლოს საკუთარი სამრეწველო პოტენციალი და მიმართოს იგი უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად “.
ევროკავშირი უკვე აანონსებს 800 მილიარდიან პაკეტს სამხედრო წარმოების გასაზრდელად, გერმანიის მომავალი კანცლერი მერცი არაორაზროვნად საუბრობს, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებას თავად უნდა მიხედოს, მისი მთავრობა კი 500 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს ბუნდესვერის გადაიარაღების კუთხით.
საფრანგეთი და ბრიტანეთი გამოთქვამენ მზადყოფნას საკუთარი ბირთვული შეიარაღება გახადონ საერთო, ევროპის უსაფრთხოებისათვის. მოკლედ ევროპაში დიდი მოძრაობაა. პირველ რიგში ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივად, მათთან ერთად კი უკვე ეკონომიკურად და პოლიტიკურად საკმაოდ მოძლიერებული ესპანეთი და იტალია, როგორც ჩანს, ეცდებიან სათავეში ჩაუდგნენ ევროკავშირის მეტი სამხედრო და პოლიტიკურ დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესს.
შეიძლება ვცდები, მეჩვენება, მაგრამ თითქოს საქმე იქით მიდის, რომ ცოტა ხანში ტრამპის მიერ გამოცხადებული MAGA -ს – Make America Great Again, პასუხად მივიღებთ მაკრონ – მერცისეული MEGA -ს – Make Europe Great Again.
ამ პირობებში ოპოზიციის ივანიშვილთან ბრძოლის ერთადერთ ტაქტიკად „რუსი მოდის, რუსი მოდის“ ძახილის დატოვება დიდ არაადეკვატურობად მიმაჩნია
ტრამპი შეიძლება ამაზე სულაც არ ოცნებობდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მის მიერ გატარებული პოლიტიკის ისტორიული განვითარების ლოგიკა ევროპის გაძლიერებამდე მიგვიყვანს და თუ ეს ასე მოხდა, საქართველოსთვის ეს ცუდი სულაც არ იქნება.
– აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ტრამპის აქტიურობასა და აშშ-ევროპას შორის დაპირისპირების ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აღრმავებს ურთიერთობებს მეზობლებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამაში ცუდი არაფერი და კარგია, რომ მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავება ქვეყანას წაადგება.
მაგრამ, მაშინ როცა მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები ხდება, მეტიც უსაფრთხოების ახალი სისტემები შეიძლება ჩამოყალიბდეს, საქართველო ისე იქცევა, თითქოს არც არაფერი ხდებოდეს. დროგამოშვებით მივესალმებით ტრამპის ბრძოლას დიფსტეიტის წინააღმდეგ, მაგრამ სულ ეგაა და ეგ. არა, კიდევ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრამპი დიფსთეიტს ამერიკის გარდა ევროპაშიც დაამარცხებს.
თქვენ როგორ შეაფასებ იმ პროცესების მიმართ რაც მსოფლიოში ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციებსა და დამოკიდებულებას?
– თითქოს ჩვენ ძალიან მარტივად ვუყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯის ახსნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი პუტინის აგენტები არიან, არის პრიმიტივიზმი.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს, „ქართული ოცნების“ შემოტრიალებას რადიკალური მემარჯვენე პოზიციებზე, აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, საჯარო სამსახურების წმენდას, ფაქტობრივად კორპორაციული მმართველების დამყარების მცდელობას, სხვათა შორის, მთავრობის ბევრი მინისტრი ივანიშვილის კორპორაციის, „ქართუს“ წარმომადგენელია, შეიძლება სულ სხვა დასაყრდენი და იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდეს, ვიდრე პუტინი და მისი იდელოგიააა.
მესმის რომ ამ ფრაზამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებში ძალიან დიდი უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს, რადგანაც ანგრევს იმ მარტივ კონსტრუქციას, რასაც ოპოზიცია წლების მანძილზე სთავაზობს საზოგადოებას, პროდასავლური ოპოზიცია – პრორუსული ხელისუფლება, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ინფორმაციები დაფიქრებად ღირს.
თუნდაც იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ, ვინ შეიძლება იყოს დემოკრატიისა და პროდასავლური არჩევანისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენი მოკავშირე თუ მოწინააღმდეგე, პირველ რიგში აშშ-ში. სწორად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები.
ივანიშვილის ფსონი ტრამპის გამარჯვებაზე და ამის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებაზე, მხოლოდ მისი ირაციონალური ოცნებები იყო? შეიძლება თუ არა ივანიშვილის ეს ოპტიმიზმი რაიმე სხვა ურთიერთობებს ეფუძნებოდეს ამერიკელ მემარჯვენეებთან, რომლის თაობაზეც ჩვენ არაფერი ვიცით და რომელთა ხელშეწყობითაც დაიწყო მკვეთრად ანტიევროპული და ავტორიტარული კურსისკენ ხელისუფლების გადახვევა?
ხომ არ შეიძლება რომ ამ ხელისუფლების პიარ მრჩევლები, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, ადრე ორბანთან მუშაობდნენ, დაკავშირებული იყვნენ სწორედ იმ რადიკალურ მემარჯვენე ძალებთან, რომელთა იდეოლოგიას ძალიან ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები? ს
სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ამ ინფორმაციების გაცნობის შემდეგ ეს კითხვები საკმაოდ აქტუალური გახდა.
ამ კონტესტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ს რადიკალ მემარჯვენეების იდეოლოგიაში აბსოლუტურად ჯდება ვენსის და ზოგადად ახალი ადმინისტრაციის სრული მიუღებლობა უკრაინის არსებული ხელისუფლების მიმართ, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების დიდი მოტრიალება ანტი ევროკავშირული განწყობებისკენ, ვინაიდან როგორც უკვე ვთქვი, ამ იდეოლოგიის მხარდამჭერების გაცხადებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური ამოცანა სწორედ ევროკავშირის დასუსტება- განადგურებაა. ამ პირობებში ოპოზიციის ივანიშვილთან ბრძოლის ერთადერთ ტაქტიკად „რუსი მოდის, რუსი მოდის“ ძახილის დატოვება დიდ არა ადექვატურობად მიმაჩნია.
თუკი ევროპა ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნას იწყებს, მას ბევრად უფრო აწყობს ამ საკითხზე კავკასიის სამივე სახელმწიფოს ერთიან ხედვასთან ჰქონდეს შეხება, ეს ჩვენს პოზიციებსაც გააძლიერებს რათა ჩვენი რეგიონი გახდეს ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი
სამყაროში სერიოზული ცვლილებები ხდება. დიდი ძვრებია ჩვენს სამეზობლოშიც. დასრულდა ყარაბაღის კონფლიქტი. თუკი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული პრობლემები მოგვარდა ეს ბუნებრივად ხომ არ აჩენს შესაძლებლობას, ჩვენ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივად დავინახოთ სამივე ქვეყნის უსაფრთხოების შესაძლო გამოწვევები?
ხომ არ ჩნდება შანსი ამ საკითხებზე ჯერ პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების, შემდეგ კი რეგიონის ქვეყნების საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპების შემუშავების კუთხით?
ჩემი აზრით აბსოლუტურად ბუნებრივს, ჩვენ სომხეთს და აზერბაიჯანის ბუნებრივია საერთო ინტერესები გაგვაჩნია, რის გარშემოც აუცილებელია თანამშრომლობა.. სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს კოორდინირებული და კონსოლიდირებული პოზიციები ბევრად უფრო მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში მშვიდობით დაინტერესებული მსხვილი მოთამაშეებისათვის.
თუკი ევროპა ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნას იწყებს, მას ბევრად უფრო აწყობს ამ საკითხზე კავკასიის სამივე სახელმწიფოს ერთიან ხედვასთან ჰქონდეს შეხება, ეს ჩვენს პოზიციებსაც გააძლიერებს რათა ჩვენი რეგიონი გახდეს ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი.
სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკით ქვეყანაში მშვიდობას ვერ დაამყარებს, მანამდე დაძაბულობის განმუხტვის შანსი არ იარსებებს
ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მაგრამ არ მგონია დღეს საქართველოში ვინმეს ეცალოს ასეთი საკითხების მისახედად. საქართველოს ხელისუფლება სხვა საქმითაა დაკავებული. ის მაინც იმ იმედით სულდგმულობს, რომ ტრამპი დაუფასებს საქართველოს ხელისუფლებას „მსოფლიო ლიბერალიზმის ბაცილა“- ამერიკის წინა ადმინისტრაციასთან ბრძოლას, თვალს დახუჭავს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, გაანადგურებს საძულველ ზელენსკის, შეუთანხმდება პუტინს და „ქართულ ოცნებას“ ერთობლივ ფირმანს გამოუწერენ საქართველოში სამუდამო მმართველობაზე.
დღეს „ოცნება“ ცდილობს მოძებნოს ისეთი პარტნიორები, რომლებსაც არ ექნებათ პრეტენზია ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დემოკრატიულად წარმართვაზე. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნების ნაცვლად ახლა ჩვენი მთავრობის აქტივობები მიმართულია არაბული და შუა აზიის ავტოკრატიული რეჟიმებისკენ, რათა იქნებ მათთან სოციალურ ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით მოხერხდეს იმ ზარალის მინიმიზება, რომელიც მიადგა ქვეყანას მრავალწლიან პარტნიორებთან, ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების გამო.
რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკური არეულობა, რომელიც მრავალი თვეა გრძელდება. სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკით ქვეყანაში მშვიდობას ვერ დაამყარებს, მანამდე დაძაბულობის განმუხტვის შანსი არ იარსებებს.
დღეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, საერთოდ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა, შესაბამისად ვითარების სტაბილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილებების განხორციელებით, რომელიც არა რომელიმე ერთი შეხედულების პოლიტიკურ ძალის მოსაზრებებს, არამედ აქტიური საზოგადოების ფართო კონსენსუსს დაეფუძნება
შესაბამისად, არც ქვეყნის უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაზე სერიოზული მსჯელობის შესაძლებლობა არ გაჩნდება. პროტესტი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას არ დაუტოვა სხვა საშუალება. თუ ეს პროტესტიც არ იქნა, ქვეყანა უბრალოდ ავტარქიაში გადავარდება.
ამავე დროს ჩემთვის ფაქტია, რომ მხოლოდ რუსთაველზე დგომით ივანიშვილის ხელისუფლება არ ჩამოიქცევა, ჩანთებს არ ჩაალაგებს და არ გაიქცევა. ამიტომ სერიოზული საფიქრალია, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას პროტესტის ფორმების გამრავალფეროვნების და ხელისუფლებაზე ზეწოლის ლეგიტიმური საშუალებების გამრავალფეროვნების კუთხით.
დღეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, საერთოდ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა, შესაბამისად ვითარების სტაბილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილებების განხორციელებით, რომელიც არა რომელიმე ერთი შეხედულების პოლიტიკურ ძალის მოსაზრებებს, არამედ აქტიური საზოგადოების ფართო კონსენსუსს დაეფუძნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი