ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

„ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას.
კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: “ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის დავალებასაც ასრულებდა “.
„საერთაშორისო არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეტანილი შესაგებელი. ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. რუსეთმა, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მოცემულობა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.
ანაკლიის პროექტის ჩავარდნის მთავარი კონტექსტი იყო სწორედ პოლიტიკური დევნა, რომელიც თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო ანაკლიის კონსორციუმის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ.
საერთაშორისო არბიტრაჟმა იმსჯელა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და არ იმსჯელა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. ერთადერთი ხარჯი, რომელიც არსებობს ამ გადაწყვეტილებიდან, არის არბიტრაჟის მომსახურების ხარჯი, რომელიც ეკუთვნის ასევე ანაკლიის კონსორციუმს და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაეკისრებოდა მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობასაც”, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.