„ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „გახარია-საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ცნობით, დღეს კუპრაძე ვაკის უბნების მაჟორიტარ კანდიდატ, ვახტანგ სურგულაძესთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კუპრაძემ პირადად მოისმინა მოქალაქეების პრობლემები და აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, მისი მოგვარება მთავარი პრიორიტეტი იქნება.
„მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მთავარი საკითხი, რაც ადგილობრივებს აწუხებს, დასაქმება და პენსიონერების ხელშეწყობაა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ყველა უბანში მისვლას გეგმავს“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
