ირაკლი კუპრაძე – ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი რუსულმა რეჟიმმა ციხეში 20 დღით მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მათი თანაგუნდელის, ლევან ხორავას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კუპრაძე წერს, ხორავას სასამართლომ იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.
„ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი დააკავა რუსულმა რეჟიმმა და გაუშვა ციხეში 20 დღით, მხოლოდ იმიტომ რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება. ლევანი ვეტერანი სამხედროა, მოსამართლემ 20-დღიან პატიმრობასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა“,- წერს კუპრაძე.
ცნობისთვის, დემონსტრანტი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრიაშვილი: დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას – ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს