ირაკლი კუპრაძე – ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა – გამეორება ცოდნის დედაა: ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით

“ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ეხმაურება ს შეთავაზებას შეწყალების თაობაზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, გამეორება ცოდნის დედაა.
“რამდენიმე წუთის წინ ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა, “რუსთავი 2″-ის პირდაპირი ეთერიდან, თუ მივმართავთ განცხადებით და თუ მაღიარებთო.
ჩვენც ვპასუხობთ: გამეორება ცოდნის დედაა”, – წერს ირაკლი კუპრაძე და აზიარებს მის მიერ გაკეთებულ 4 ივნისის განცხადებას, რომელითაც ყაველაშვილის პირველ შეთავაზებას უპასუხა, რომ “არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს