ირაკლი კუპრაძე – ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა – გამეორება ცოდნის დედაა

“ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების თაობაზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, გამეორება ცოდნის დედაა.
“რამდენიმე წუთის წინ ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა, “რუსთავი 2″-ის პირდაპირი ეთერიდან, თუ მივმართავთ განცხადებით და თუ მაღიარებთო.
ჩვენც ვპასუხობთ: გამეორება ცოდნის დედაა”, – წერს ირაკლი კუპრაძე და აზიარებს მის მიერ გაკეთებულ 4 ივნისის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ “არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული