ირაკლი კუპრაძე – „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება, გუნდში აღარ ენდობა უამრავ ადამიანს – ანრი ოხანაშვილი იქნება თუ სუს-ს მხოლოდ ის აკონტროლებს

ანრი ოხანაშვილი იქნება თუ სუს-ს მხოლოდ და მხოლოდ აკონტროლებს, – შესაბამისი განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კურპაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის წასვლას და პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.
კუპრაძის აზრით, მმართველი გუნდი იშლება.
„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება. „ქართული ოცნების“ გუნდში ბიძინა ივანიშივლი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს, მათ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს და ახლა მათი ჩარეცხვა მიმდინარეობს. სუს-ის ხელმძღვანელი გადაიყვანეს მრჩევლის პოზიციაზე, უხელფასოდ, ყველანაირი პატივისცემის, კეთილსინდისიერების გარეშე – მოიქნიეს ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს, მოატაცებინეს ბაჩიაშვილი საემიროებიდან, შეასრულებინეს და ჩაატარებინეს უკანონო მრავალი სპეცოპერაცია საქართველოში, ამის შემდეგ ხუთ თვეში მოისროლა, მოიქნია ისე, რომ ალბათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ. ერთადერთი, გადაუგდეს რაღაცა კამფეტი, რაც გულისხმობდა, თითქოს მან მიიღო ეს გადაწყვეტილება [თანადებობის დატოვების]. რა თქმა უნდა მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე. ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ის ებრძვის სუს-ის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნავს კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა