ირაკლი კუპრაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავეს

საპატრულო პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და ,,ლელოს” ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავა. ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა ,რომ ისინი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
“ირაკლი კუპრაძე, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, სამარცხვინოები ხართ და არ შეგრჩებათ!” – წერს აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
,,ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივიც ჩართო, სადაც ჩანს რომ მათთან პოლიციის ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ, შეამოწმონ, ნახონ მათ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.კუპრაძემ პოლიციელებს ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს მანქანა და უთხრა რომ პოლიტიკოსია. “რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?” – მიმართა პოლიციელმა კუპრაძეს რის შემდეგაც მისი და თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.ამსახველი ლაივი ასე გამოაქვეყნა ოთო ფარულავამაც. ამ დროისთვის, უცნობია ისინი დააკავეს თუ უბრალოდ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული