ირაკლი კუპრაძე – მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს – ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა, გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა

ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელარუსებს ბელარუსში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი ფორმები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ.
„მთავარი მიმართვა მინდა, რომ იმ ადამიანების მიმართ გავაკეთო, ვისაც ჰგონია, რომ ს „რუსული რეჟიმი“ და ეს ძალადობა მის კართან არ მივა: ჩვენც ასე გვეგონა, რომ თურმე ეს ლოკაცია სტრატეგიული ობიექტი არ იყო, მაგრამ გუშინ არალეგიტიმური მთავრობის დადგენილებით ე.წ სტრატეგიულ ობიექტად აქციეს დიღმის შემოსასვლელი გზა. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს. გუშინ პოსტის გაზიარების გამო დააკავეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი. ამიტომ, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი. ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელორუსებს ბელორუსიაში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი ფორმები. შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას