ირაკლი კუპრაძე – მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც არ მიჰყვება რეპრესიული სისტემის შეთავაზებებს!

პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის აზრით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
კუპრაძის შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას – მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება.
როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე – მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!
სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ს საქალაქო სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს.