ირაკლი კუპრაძე – მელიქიშვილის გამზირზე დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი – სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს

აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი – სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მელიქიშვილის გამზირზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კუპრაძის შეფასებით, ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებებით ხელს უწყობს აქციის გაძლიერებას.
„აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი, მაშინ როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი. სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს. მოქალაქეებს, ვისაც გააზრებული აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა იდგეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მელიქიშვილის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და რუსთველის გამზირზე. ყველგან, სადაც ხდება გაპროტესტება მიტაცებული და გაყალბებული ს და ყველგან, სადაც ჩვენ საერთო ევროპული და ეროვნული მომავლისთვის ვიბრძვით.
ხელისუფლება [აქციის] ძალადობრივი დაშლით ხელს უწყობს აქციის გაძლიერებას. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა იმიტომ, რომ ვნახეთ მოქალაქეები, რომლებიც მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ძალადობრივი დარბევის შესახებ გაიგეს. ამიტომ რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფლება, მით უფრო მკაფიო და მკვეთრ პასუხს მიიღებს“, – განაცხადა კუპრაძემ.